საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დავითვალოთ ზარალი...

AutoSharing Option
24 ნოემბერს მსოფლიოს თასი 2019-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება. საქართველოს ნაკრები სწორედ ამ დღეს ითამაშებს გერმანიაში, 27 ნოემბერს კი, სერბეთში.

ჯერაც გაურკვეველია, დაგვეხმარებიან თუ არა გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ნოემბრის მატჩებში. საქმე ის არის, რომ სანაკრებო თამაშებს ევროლიგის შეხვედრები ემთხვევა, ევროლიგის ხელმძღვანელობა კი ტურის გადატანას არ აპირებს.

ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ზოგადად ფიბასა და ევროლიგას შორის დიდი დავის საგნად იქცა. მხარეები ერთმანეთს ულტიმატუმებს უყენებენ, ალტერნატიულ გრაფიკებს სთავაზობენ, მაგრამ გამოსავალი ჯერ არ ჩანს. ამასობაში, ხმა აიმაღლეს ევროპის წამყვანმა
საკალათბურთო ფედერაციებმა, რომლებიც ევროლიგას სთხოვენ კალენდრის შეცვლას, რათა კალათბურთელებს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

წამყვანი ფედერაციების აღელვება გასაგებია, ევროლიგის გამო ხომ მათ ნაკრებების მთლიანად გადახალისება უწევთ.

ამერიკის ნაციონალური ასოციაცია ფიბას საკვალიფიკაციოსთვის ფანჯრებს რომ არ დააწესებდა, წინასწარ ცხადი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ევროლიგამაც არ გადათქვა, მაგალითად ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს სექტემბრის მატჩების შემდეგ თორმეტივე კალათბურთელის შეცვლა მოუწევს. ევრობასკეტი 2017-ზე ხომ სერხიო სკარიოლოს გუნდში 6 ევროლიგელი და ამდენივე NBA-ელი თამაშობდა.

გამოცემა "სპორტანდომ" გამოაქვეყნა ევრობასკეტის მონაწილე 24 ნაკრების იმ კალათბურთელთა რაოდენობა, რომლებიც ევროლიგასა და ნაციონალურ ასოციაციაში თამაშობენ. ცხრილს აქვე გთავაზობთ და თავადაც დარწმუნდებით, რამდენად შეიცვლება (უარყოფითისკენ) ნაკრებების შემადგენლობები, თუ ევროლიგამ უკან არ დაიხია.

ცხრილის ბოლოში შეგიძლიათ ნახოთ, რომ ევრობასკეტზე ევროლიგის 77 და NBA-ს 30 წარმომადგენელი იყო, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშეთა 37.3 პროცენტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დვალიშვილი ქუტაისში ტამასობს
შოთა გუგეშაშვილი
14:52 25-10-2017
0
დვალიშვილი წელს ახალ სეზონში სად თამაშობს?
გიორგი
09:57 20-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული