მაიკლი ისევ ჩვენია - დიქსონმა ქართველობა არ დათმო

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონი საქართველოში ორწლიანი შეთანხმებით თამაშობდა. იასპარეზა ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე (2016) და ევრობასკეტზე (2017). ამის შემდეგ თავისუფლად შეეძლო უარი ეთქვა საქართველოს ნაკრების დახმარებაზე, თუმცა იგი ზოგიერთი სხვა ნატურალიზებული ამერიკელივით არ მოიქცა, რადგან საქართველოს ნაკრებში მხოლოდ პასპორტის გამო არ უთამაშია.

ახალი ინფორმაციით, იგი მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოირგებს საქართველოს ნაკრების მაისურას. პირველი მატჩი 24 ნოემბერს გერმანიაში გველის.

მანამდე კი დიქსონი ფრანგულ "სტრასბურს" ეხმარება, რომელმაც ლუბლიანის "ოლიმპიას" უმასპინძლა 83:69 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ყველაზე შედეგიანი გახლდათ: სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24 წუთში
21 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა; 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"სტრასბური" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, გერმანიაში, "ბაიროითის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზემოხსენებულ გუნდთან ერთად "სტრასბურის" ჯგუფში არიან: ესპანური "ესტუდიანტესი", იტალიური "ვენეცია", პოლონური "როსა რადომი", თურქული "ბანვითი" და ბერძნული აეკ-ი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეგ ვისაც აღმერთებთ, ამერიკელი კალათბურთელია, თქვენ ვინ ხართ?
droni
16 ოქტომბერი 2017 10:04
4
და გყავდეთ, ვინ გართმევთ?
999
16 ოქტომბერი 2017 09:58
8
დიქსონ გვევასები სიმონ :))
ედგარა პო
14 ოქტომბერი 2017 11:22
0
გაიხარე დიკს
liverpuli barselonas supermarketi.
14 ოქტომბერი 2017 03:37
1
ყოჩაღ დიქსონ , ნაკრებშიც ისეთი ულით და სულით თამაშობდა ეტყობოდა ბოლომდე დებდა ყველაფერს ,მადლობა დიქსონ ყველაფრისთვის.
გულშემატკივარი
13 ოქტომბერი 2017 23:13
0
მადლობა მაიკ!
B-52
13 ოქტომბერი 2017 21:51
0
გენაცვალე დიქსონა ძმა ხარ
რომა
13 ოქტომბერი 2017 18:47
0
ეტყობა ძალიან კარგი ადამიანი და პასუხისმგებლობის გრძობა აქვს!? თან ეტყობა ქართულ ურთიერთობებს კარგად აუღო ალღო და მოეჭონა ! ღმერტმა გაუმარჯოს !
კახაბერი
13 ოქტომბერი 2017 18:38
0
ცოტა მეტი ინფორმაცია დიქსონზე დადეთ რა, NBA-ში უთამაშია? ძალიან კარგი კალათბურთელია, მიხარია ჩვენთან რომ დარჩა
....
13 ოქტომბერი 2017 12:55
0
აკრიფეთ Michael Dixon (basketball) და ვიკიპედიიდან მიიღებთ საკმარის ინფორმაციას.
ლეკო
14 ოქტომბერი 2017 14:30
0
გაუმარჯოს მაიკლს. მაგარი კაცია, საკაპიტნე. ისეთია, რომ ბრძოლაში წინ წაუძღვება ქართველებს, ჩვენი აბო თბილელია. ღმერთმა გაუმარჯოს...
გიორგი
13 ოქტომბერი 2017 12:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული