ისტანბული VS დინამო - დინამო აზია-ევროპის გზაგასაყართან

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "დინამო" ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მესამე ტურში "ისტანბულს" ესტუმრება. მატჩი თურქეთში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

დინამოელთათვის ეს გახლავთ გასვლა-არგასვლის მატჩი - დამარცხების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმუმამდე შემცირდება, მოგება კი სატურნირო ცხრილში წინ წაგვწევს. ჩვენს გუნდს ხომ ორი ტურის შემდეგ ჯერ მოგება არ აქვს.

"ისტანბულს" თითო მატჩი აქვს მოგებული და წაგებული: რუმინულ "კლუჟთან" 69:90 დათმო, ხოლო ბულგარულ "აკადემიკს" 81:69 აჯობა. როდესაც "კლუჟის" მწვრთნელ მიჰაი სილვასანს სტამბოლურ კლუბზე ვკითხეთ, გვიპასუხა:
- ძლიერი გუნდია, მასში სერბეთის, სლოვენიისა და თურქეთის ნაკრებების
წევრები თამაშობენ. პირველ ტურში, შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, "ისტანბული" დიდი სხვაობით რომ დავამარცხეთ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ერთ გუნდს ყველაფერი გამოუვიდა, მეორეს - არაფერი.

"კლუჟის" მწვრთნელმა ნაკრების წევრები ახსენა:
იაკა კლობუჩარი სლოვენიის ნაკრებში 2015 წლის ევრობასკეტზე თამაშობდა და საქართველოს ნაკრებთან მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. სერბი სტეფან ბირჩევიჩი გაცილებით ტიტულოვანია. იგი სერბეთის ნაკრებში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზეც თამაშობდა და ვერცხლის მედალი მოიგო, რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზეც იასპარეზა (იქაც ვერცხლი) და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც (კიდევ ვერცხლი).

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "ისტანბულს" კარგი ამერიკელებიც ჰყავს, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დინამოს" გამარჯვება გაუჭირდება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გუნდი კარგად შეკრული კოლექტივია და აქამდე ჩატარებულ ყველა მატჩში ღირსეულად იბრძოლა.

დაველოდოთ სტამბოლურ დაპირისპირებას.


ისტანბული
# მოთამაშე სმ პოზიცია ეროვნება
19 მაიკლ ტომპსონი 177 უკანახაზელი აშშ
20 ერიკ ბაქნერი 208 ცენტრი აშშ
14 სტეფან ბირჩევიჩი 210 ცენტრი სერბეთი
24 იაკა კლობუჩარი 198 ფორვარდი სლოვენია
10 მერტ ჩევიკი 200 ფორვარდი თურქეთი
44 დეივიდას დულკისი 195 უკანახაზელი ლიტვა
25 ივან ბუვა 208 ფორვარდი ხორვატია
48 უგურ დოკუიანი 197 ფორვარდი თურქეთი
5 ილკან კარამანი 205 ფორვარდი თურქეთი
12 აიბერკ ოლმაზი 210 ცენტრი თურქეთი
6 ფურკან აიცა 185 უკანახაზელი თურქეთი
3 ტევფიკ აკდამარი 202 ფორვარდი თურქეთი
7 ჰაკან დემირელი 188 უკანახაზელი თურქეთი
მწვრთნელი: ერთუგრულ ერდოგანი

დინამო
# მოთამაშე სმ პოზიცია ეროვნება
1 გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი საქართველო
3 იოვან ცერნიჩი 194 უკანახაზელი სერბეთი
4 ლაველ ბოიდი 184 უკანახაზელი აშშ
6 ლევან გრძელიძე 186 უკანახაზელი საქართველო
9 ილია ლონდარიძე 205 ფორვარდი საქართველო
10 ზურა მაჩალაძე 198 ფორვარდი საქართველო
11 ჰარისონ ტურპინი 213 ცენტრი აშშ
12 ლევან ფაცაცია 198 უკანახაზელი საქართველო
15 გიორგი რევაზაშვილი 208 ცენტრი საქართველო
16 ნიკოლა გაჩეშა 206 ფორვარდი სერბეთი
17 მიხეილ ბერიშვილი 203 ფორვარდი საქართველო
21 ნოდარ გოგოძე 192 უკანახაზელი საქართველო
მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გინდათ მთავარია მონაწილეობის პრინციპით გავდივართ ყველა ტურნირზე
dato
19:54 01-11-2017
0
გასდებენ დინამოს ღირსეულად :)))))
bodo
15:34 01-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული