ვიდრე გვარებს ჩამოგითვლიდეთ, მოგახსენებთ, რომ 19-კაციან სიაში ევროლიგაზე მოთამაშე ხუთი კალათბურთელია. მათგან სამი გერმანულ "ბამბერგში" ასპარეზობს (ლო, ჰეკმანი და ტადა), ხოლო ორი ესპანეთის ლიგის წარმომადგენელია და ევროლიგაზეც გამოდის - იოჰან ვოიგტმანი (ბასკონია) და ტიბორ თეისი (ვალენსია).
მოგეხსენებათ, ევროლიგის ხელმძღვანელობა ჯიუტობს და ტურის გადატანით სანაკრებოდ ფანჯრის გამოთავისუფლებაზე უარს აცხადებს. ამით სანაკრებო მატჩების ხარისხიც კლებულობს და ფიბას რეიტინგიც, რომელმაც იმდენი ვერ მოახერხა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გათვლა ასეთია: თუ ხუთი ევროლიგელი კლუბებმა არ გამოუშვეს, მაშინ 19-კაციანი სია თავისთავად დავა 14-კაციანამდე. ამას დავუმატოთ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოასპარეზე დანიელ თეისი და დენის შრიოდერი, რომელთა არყოფნა წინასწარ იყო განსაზღვრული და ვღებულობთ დუბლშემადგენლობების პირველობას.
გერმანელების პარალელურად, საფიქრალი ქართველებსაც სერიოზული გვაქვს - ევროლიგის გუნდებში ხომ ორი წამყვანი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი თამაშობენ. თუმცა ჩვენს პრობლემებზე უფრო ვრცლად სხვა სტატიაში ვილაპარაკებთ. აქ გერმანელთა შემადგენლობას გთავაზობთ.
გერმანია 2017
ისმეტ აკპინარი (ულმი), რობინ ამაიზე (ბაირეუთი), დანილო ბართელი (ბაიერნი), რობინ ბენზინგი (ვიუცბურგი), ისააკ ბონგა (სკაილაინერსი), ბასტიან დორეტი (ბაირეუთი), ნილს გიფი (ალბა), აიზია ჰარტენშტეინი (ჰიუსტონი, NBA-ს G ლიგა), პატრიკ ჰეკმანი (ბამბერგი), მაოდო ლო (ბამბერგი), დომინიკ ლოკჰარტი (გოტინგენი), ანდრეას ობსტი (ოტინგერი), ტიბორ პლეისი (ვალენსია, ესპანეთი), ჯოშკო საიბუ (ალბა), ლუკა შტაიგერი (ბამბერგი), კარსტენ ტადა (ოლდენბურგი), იოჰან თიმანი (ლუდვიგსბურგი), იოჰან ვოიგტმანი (ბასკონია), მაიკ ზირბესი (ბაიერნი).
მთავარი მწვრთნელი: ჰენრიკ რიოდლი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"