სიაში უცხოურ კლუბებში მოთამაშე 7 კალათბურთელია. ისინი გუნდს შეკრების პირელივე დღიდან ვერ შეუერთდებიან, რადგან კლუბებთან აქვთ ვალდებულებები, შაბათ-კვირის მატჩების შემდეგ კი ნაკრებში გამოცხადდებიან.
მართალია, ნაკრების განაცხადში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც არიან, მაგრამ მათი გუნდები ევროლიგის წარმომადგენლები არიან და ნაკლებია ალბათობა, რომ ნაკრებში გამოუშვან.
სასიამოვნო სიახლე გამოცდილი ნიკა ცქიტიშვილის გუნდში დაბრუნებაა. მას თბილისში შვიდი წელია ოფიციალური სანაკრებო მატჩი არ გაუმართავს. ბოლოს 2010 წელს, ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ
საქართველო 2017
მოთამაშე პოზიცია სმ გუნდი
თორნიკე შენგელია ფორვარდი 206 ბასკონია (ესპანეთი)
გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 197 რეჯო ემილია (იტალია)
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 სტრასბური (საფრანგეთი)
დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პისტოია (იტალია)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი
ბექა ბექაური ფორვარდი 207 ქუთაისი
ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 192 დინამო
ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 უკლუბოდ
ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 დინამო
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი
ბექა წივწივაძე უკანახაზელი 188 ქუთაისი
რევაზ როგავა უკანახაზელი 193 ოლიმპი
ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი
გეგი ბაქრაძე ფორვარდი 203 ოლიმპი
გიგი გოგობერიშვილი უკანახაზელი 195 რუსთავი
ოთარ პერტაია უკანახაზელი 180 ბრემერჰავენი (გერმანია)
ნიკა მეცხვარიშვილი ფორვარდი 200 ზაზა
რატი ანდრონიკაშვილი უკანახაზელი 190 ბასკონია
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი
ვფიქრობ ახლა (მით უმეტეს თუ შერმადინი და თოკო არ იქნებიან) დვალიშვილს აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი.მაგან და ბითაძემ უნდა იტვირთონ მე-4 და მე-5 ნომრობა.
მომეწონა რატი ანდრონიკაშვილის მიწვევა, ეს მგონი 17 წლიანების გამთამაშებელი რომაა ისაა და საკმაოდ კარგი მონაცემების „თავხედი“ (კარგი გაგებით) გამთამაშებელია, საკუთარ თავზე აღებაც იცის და უკვე მის გაზრდაზეც უნდა ვიფიქროთ.
ცქიტიშვილიც აუცილებლად გამოგვადგება.
კაპიტანია ასარჩევი და ვფიქრობ საუკეთესო ვარიანტი მანუჩარი იქნება!
ბოისა და ლონდარიძე ვერ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს და ზედმეტია მათი ყოფნა!
რთული გასვლები გველის და წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
მომავალი წლისათვის სანდრო მამუკელაშვილის დამატებაზე და გაზრდაზეც უნდა ვიფიქროთ და სრული შემადგენლობით ურიგო ნაკრები არ გვეყოლება.