ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოცხადდა. მწვრთნელ ილიას ზუროსის სიაში 24 კალათბურთელია.

სიაში უცხოურ კლუბებში მოთამაშე 7 კალათბურთელია. ისინი გუნდს შეკრების პირელივე დღიდან ვერ შეუერთდებიან, რადგან კლუბებთან აქვთ ვალდებულებები, შაბათ-კვირის მატჩების შემდეგ კი ნაკრებში გამოცხადდებიან.

მართალია, ნაკრების განაცხადში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც არიან, მაგრამ მათი გუნდები ევროლიგის წარმომადგენლები არიან და ნაკლებია ალბათობა, რომ ნაკრებში გამოუშვან.

სასიამოვნო სიახლე გამოცდილი ნიკა ცქიტიშვილის გუნდში დაბრუნებაა. მას თბილისში შვიდი წელია ოფიციალური სანაკრებო მატჩი არ გაუმართავს. ბოლოს 2010 წელს, ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ
მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 ნოემბერს გერმანიაში ვითამაშებთ, 27-ში - სერბეთში.

საქართველო 2017
მოთამაშე პოზიცია სმ გუნდი
თორნიკე შენგელია ფორვარდი 206 ბასკონია (ესპანეთი)
გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 197 რეჯო ემილია (იტალია)
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 სტრასბური (საფრანგეთი)
დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პისტოია (იტალია)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი
ბექა ბექაური ფორვარდი 207 ქუთაისი
ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 192 დინამო
ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 უკლუბოდ
ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 დინამო
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი
ბექა წივწივაძე უკანახაზელი 188 ქუთაისი
რევაზ როგავა უკანახაზელი 193 ოლიმპი
ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი
გეგი ბაქრაძე ფორვარდი 203 ოლიმპი
გიგი გოგობერიშვილი უკანახაზელი 195 რუსთავი
ოთარ პერტაია უკანახაზელი 180 ბრემერჰავენი (გერმანია)
ნიკა მეცხვარიშვილი ფორვარდი 200 ზაზა
რატი ანდრონიკაშვილი უკანახაზელი 190 ბასკონია
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი
მკითხველის კომენტარები / 19 /
მამუკელაშვილს რატომ არ იძახებენ?
MMM
13 ნოემბერი 2017 15:42
0
მამუკელაშვილი ამერიკაში თამაშობს და აქ მხოლოდ ევროპაში მოთამაშე კალათბურთელებს იძახებენ.
ზაზა
13 ნოემბერი 2017 16:16
0
ცქიტიშვილი ნახევარ გუნდს უდრის,ამას დაუმატეთ ლეგიონერები და კარგი გუნდი იკვრება. ლონდარიძის მაგივრად ჯობია გივი ბიჭიაშვილი ან იური პულავსკი - მაყურებელს მიიზიდავს მაინც ტელეეკრანებთან.
ს.გ სინათლე
13 ნოემბერი 2017 15:19
0
რევაზ ჩაჩანიძეს დაუძახეთ ბევრი ბირთვის მკვრელი რო გყავთ გამოძახებული.... თუ ნათესაობაა შეკრებილი???ზუროსი სულ არ უყურებს საქართველოს ჩემპიონატს... და ასისტენტები თუ უყურებენ წესით უნდა ხედავდნენ!!!!
zzzz
13 ნოემბერი 2017 15:14
0
ისედაც ნახევარ ნაკრებში ნაგავია გამოძახებული და ჩემზე უკეთესი გამოცდილება ვის აქვს?
ბოისა
13 ნოემბერი 2017 15:09
2
ბოისა ალბათ პენსიაზე ნაკრებიდან უნდა გავიდეს ისე ერთი მაგის თამაში მაინც მანახა
nnn
13 ნოემბერი 2017 15:02
0
შენგელია შერმადინიდან ერთერთიც რომ ჩამოვიდდეს დიდი საქმე იქნება.გახსოვთ კანარიის კუნძულებზე რომ თამაშობდა ვილი ისიანი სადარის იცით ვინმემ?.დიდი ხანია მის შესახებ არაფერი მსმენია.
girogi
13 ნოემბერი 2017 14:59
0
სუროსის ნატლული ხომ არ არის ბოისა როგორ ვერ ელევა კოკოშკოვს მაინც კიტხე და გეტყვის რა დონეც არის შენ ტუ ვერ ამჩნევ
შოთა გუგეშაშვილი
13 ნოემბერი 2017 14:57
0
შენგელიასა და შერმადინის გარეშე დღეს სასომხეთიც მოგვიგებს ალბათ. სხვათა შორის სომხებმა ალბათ ნატურალიზებული "სომხებით" სერიოზული პროგრესი განიცადეს კალათბურთში, რასაც ისინი მანამდე საერთოდ არც თამაშობდნენ. რამდენად სწორი მიდგომაა ეს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ევრობასკეტზე რომ ყველაზე მაგარი " ფერადკანიანი ქართველი" იყო ეს ფაქტია და ამის უარყოფა ალბათ სისულელეც იქნება.
................
13 ნოემბერი 2017 14:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული