ვინ ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ნოემბრის მატჩების დროს ვერ იცნობთ.

მსოფლიოს შესარჩევი ეტაპისთვის ჩვენს გუნდს ძირითადი, საბრძოლო ბირთვი დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს გერმანიასთან სტუმრად ვითამაშებთ, ხოლო 27 ნოემბერს - სტუმრად სერბეთთან.

რა თქმა უნდა, ორივე ჩვენი მეტოქე ასევე "სახეცვლილი" დაგვხვდება, მაგრამ ქართველების დანაკლისი ბევრად საგრძნობია.

ილიას ზუროსმა საქართველოს შემადგენლობა უკვე გამოაცხადა. სია ასე გამოიყურება:

მოთამაშე პოზიცია სმ გუნდი
თორნიკე შენგელია ფორვარდი 206 ბასკონია (ესპანეთი)
გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 197 რეჯო ემილია (იტალია)
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192
პოლიტექნიკა (რუმინეთი)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 სტრასბური (საფრანგეთი)
დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პისტოია (იტალია)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი
ბექა ბექაური ფორვარდი 207 ქუთაისი
ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 192 დინამო
ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 უკლუბოდ
ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 დინამო
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი
ბექა წივწივაძე უკანახაზელი 188 ქუთაისი
რევაზ როგავა უკანახაზელი 193 ოლიმპი
ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი
გეგი ბაქრაძე ფორვარდი 203 ოლიმპი
გიგი გოგობერიშვილი უკანახაზელი 195 რუსთავი
ოთარ პერტაია უკანახაზელი 180 ბრემერჰავენი (გერმანია)
ნიკა მეცხვარიშვილი ფორვარდი 200 ზაზა
რატი ანდრონიკაშვილი უკანახაზელი 190 ბასკონია
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი

ნაკრებში სხვადასხვა მიზეზის გამო 7 ისეთი კალათბურთელი ვერ ითამაშებს, რომელიც წლების განმავლობაში სასტარტო ხუთეულის წევრი იყო.

რატომ ვერ დაეხმარებიან? მიზეზებს ფოტოზე ნახავთ.



წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრები პარკეტზე ამ კალათბურთელებით გამოდიოდა: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია. გამოცდილ მოთამაშეებს დაემატნენ დღეს უკვე ჩამოყალიბებული ნიჭიერი კალათბურთელები: დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე.

ახლა კი ეს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან ნაკრებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თოკო შენგელია ჩამოიყვანეთ როგიორმე გერმანიაში, რა იქნება.
ფანტასტიურ ფორმაშია.
მარგალ.
20:38 17-11-2017
0
ფაჩულიას გარეშე ჩემი აზრით უკეთეს კალათბურთს თამაშობდა:სერიოზული გუნდებიც დაამარცხა მშვენიერ სტილში,მგონი არც სანიკიძე თამაშობდა მაშინ.
დათო
00:41 17-11-2017
2

სიახლეები პოპულარული