11:00 20-11-2017
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ბრუკლინი" დაამარცხეს [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრი ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერო ჯამში 13.30 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 3 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა და ერთი ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 39 ქულა სტეფ კარიმ მიითვალა. კევინ დურანტმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, რომლის ადგილი სასტარტოში ომრი კასპიმ დაიკავა. ებრაელმა კალათბურთელმა 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 23 ქულა და 10 მოხსნაა.
"ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ ოკლენდელებს 13 მოგება და 4 მარცხი აქვს. ამ მაჩვენებლით ისინი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე არიან.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 23 ნოემბერს სტუმრად "ოკლაჰომასთან" ჩაატარებს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-დენვერი 127:109
ფინიქსი-ჩიკაგო 113:105
მინესოტა-დეტორიტი 97:100
მაიამი-ინდიანა 95:120
ტორონტო-ვაშინგტონი 100:91
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ცენტრისათვის 3-ქულა რომ ცოტაა ამას დავი რათ უნდა. ზაზა კალათბურთის სათამაშებლად კი არა - მეტოქეს რომ კალათბურთი არ ათამაშოს და მოქანცოს მაგიტომ უშვებენ დასაწისში. რაც შეეხება გუნდში დატოვებას ბოლო მომენტში - ესეც გუნდის სახის შესანარჩუნებლად გაკეთდა - კაცი ჩემპიონი იყო და გუნდს არ მოუთხოვია მისი სამსახური დაბალი ხელფასის მიუხედავად.
2
0
კარგია ფაჩულია რომ წავიდა. საქართველოს ნაკრებსასეთი ცენტრი არსჭირდება. თანაც მწვრთნელს არ უსმენდა, წუთშესვენების დრის თვითონ ლაყბობდა. თავი მაგარი ჰგონია, ...
3
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული