საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მართლაც დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი მსოფლიოს თასის დაწყების წინ. არა, თაობათა ცვლა ყველა გუნდში გარდაუვალი პროცესია, უმტკივნეულოდ არსად არ მიმდინარეობს, მაგრამ არა მთლად ასე. პლუს იმას, რომ ორმა წამყვანმა კალათბურთელმა დაასრულა სანაკრებო კარიერა, რამოდენიმე ტრავმირებულია, ევროლიგაზე მონაწილე კლუბებმა „ბასკონიამ“ და „უნიკახამ“ ეროვნულ გუნდში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი არ გამოუშვეს და ბერძენი სპეციალისტის განკარგულებაში მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მანუჩარ მარკოიშვილი, მეტად სასარგებლო მაიკლ დიქსონი, 18 წლის პერსპექტიული, მაგრამ გამოუცდელი გოგა ბითაძე, რატომღაც წლების განმავლობაში ნაკრებს
მიღმა დარჩენილი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეები დარჩნენ. გუნდს შესათამაშებლად მხოლოდ ორი დღე ქონდა და მისგან კატეგორიულად შედეგის მოთხოვნა წარმოუდგენელია.

თუმცა, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოულოდნელად ბევრს მიეცა თავის გამოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა და როგორც ამბობენ, ჰა, ბურთი და მოედანი .

ჰემნიცში (და არა ქემნიცში) 7 000-იან „მესე არენაზე“ ზუროსმა ყველა გააკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით: ბოქოლიშვილი,დვალიშვილი,ცქიტიშვილი, მარკოიშვილი, დიქსონი. დებიუტში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, ფარიც მოიგეს და მე-4 წუთზე 9:2 დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საქმქულიანების ხარჯზე მოახერხა პირველი პერიოდის ფრედ, 18:18 დასრულება. უნდა აღინიშნოს, რომ სასტარტო მღელვარება ჩვენმა გუნდმა გადალახა და თავისუფლად ათამაშდა. არ შეიძლება არ ითქვას თამაშში ბერიშვილის კარგად ჩართვა.

მეორე მეოთხედში ზუროსმა თამამად მიმართა როტაციას, ჩვენი კალათბურთელები უკვე უფრო თამამად და შედეგიანად უტევდნენ პერიმეტრიდან და არათუ ტოლ-სწორად ვეპაექრეთ მეტოქეს, არამედ დავჯაბნეთ კიდეც და ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ, თუმცა უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გავსულიყავით შესვენებაზე.

მესამე პერიოდის დასაწყისი ისევე როგორც მეორის დასასრული მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, წინაც გავიდნენ, თან მარკოიშვილმა და ბითაძემ 4-4 პერსონალური მიიღეს, მწვრთნელი იძულებული შეიქნა დაესვენებინა და ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, მაინც მოახერხეს ბოლო მეოთხედის წინ 1-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება.

დასკვნით პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო, გერმანიამ დაცვაში უკეთ ითამაშა, პერიმეტრიც გადაგვიკეტა, ჩვენი წამყვანი კალათბურთელებიც დაიღალნენ და კარგად დაწყებული საქმე ბოლოში წყალში გადაიყარა 70:79.

რა შეიძლება ერთგვარი რეზიუმეს სახით ითქვას? მიუხედავად უდიდესი საკადრო პრობლემებისა, საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება, სამი პერიოდი იგებდა კიდეც და რაც მთავარია, გუნდის რეზერვი გამოჩნდა. ასე რომ, ამ წაგებაში ტრაგიკული არაფერია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 33 /
ქემნიცია გერმანულად და ქალაქის სახელები ისე უნდა ითქმებოდეს ყველა ენაზე, როგორც ორიგინალშია. ჰემნიცი არა ზაჰესი))))
Japaridze
16:44 25-11-2017
0
დვალიშვილიდან მეტს მოველოდი. ცქიტო ზანტია, ფაცაციაც მგონი. ბერიშვილმა გამაოცა. აღმოჩენაა. ბითაძემ უნდა მოუმატოს. ზოგადად კმაყოფილი ვარ და იმედი მომეცა, ნაღდად გავალთ შემდეგ ეტაპზე გერმანიის სახლში მოგებით და ავსტრიის ხარჯზე, მესამე ადგილი არ გაგვიჭირდება, 2-3 ამხანაგური გვინდა ამ ზამთარში აუცილებლად. ზუროსი მაგარი მწვრთნელია, შეტამაშება აკლია გუნდს და ფიზიკა, სხვა მოგვარდება მგონი,
vaso
14:22 25-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული