გოგა ბითაძე: მატჩის ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ გერმანიასთან (70:79) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბევრი ვიმუშავეთ და მთელი ძალით ვეცადეთ. თამაშის ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს ახალი გუნდია, ახალი კალათბურთელებით და რთულია ასეთ მოკლე დროში გუნდის შეთამაშება. სერბეთთან მომვალი შეხვედრა ძალიან რთული იქნება", - თქვა ბითაძემ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევის მომდევნო მატჩს საქართველო სტუმრად სერბეთთან 27 ნოემბერს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შედეგი დადეთ... ბოლომდე ბრძოლა რაა...
rqq
27 ნოემბერი 2017 12:00
0
გაიზრდება, გამოცდილებას მიიღებს და შეეშვება. ყველაფერს შეძლებს, თუ ივარჯიშა და თავში არ აუვარდა. კეთილი იყოს შენი ფეხი ნაკრებში.
-
27 ნოემბერი 2017 00:13
0
სულელური ჯარიმების აღებას თუ შეეშვები შეტევაში უფრო კაი ბიჭი იქნები
რომა
25 ნოემბერი 2017 16:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული