"პირველ რიგში ვულოცავ გერმანელებს. ძალიან კარგი საკალათბურთო ატმოსფერო იყო. ძალიან რთულია კარგად ითამაშო, როდესაც სულ რამდენიმე დღე გაქვს მოსამზადებლად. ეს განსაკუთრებით რთული იყო ჩვენთვის. აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მარკოიშვილისა და მაიკლ დიქსონის გარდა ყველა წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, ამიტომ ძალიან ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით. მათ მთელი გული ჩადეს თამაშში.
რა თქმა უნდა, გვქონდა პრობლემები და ასევე დაგვაკლდა გამოცდილება, გერმანელებთან შედარებით, მაგრამ წინ არის სერბეთთან მატჩიც,
წარმატებას ვუსურვებ გერმანიის ნაკრებს და ასევე ჩემს გუნდსაც. თქვენც კარგად იცით რომ გვყოლოდნენ წამყვანი კალათბურთელები და მეტი დრო მოსამზადებლად, უკეთესს თამაშს ვნახავდით.
არასწორად მიმაჩნია, რომ ნაკრებს უწევს თამაში საუკეთესო და მთავარი შემადგენლობის გარეშე და თან მოსამზადებლად 3 დღე აქვს. ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია კალათბურთელების შეკრება. დიქსონი ბოლო დღეს, ხოლო მარკოიშვილი 2 დღით ადრე შემოგვიერთდა.
თან ივარჯიშო, თან მოერგო სისტემას - არ არის ადვილი.
ვიცი, რომ ფიბასა და ევროლიგას კარგი მენეჯმენტი ჰყავთ და ისინი მოძებნიან საუკეთესო გამოსავალს მომავალში, რომ ასეთი უსიამოვნებები თავიდან ავირიდოთ", - თქვა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევის მომდევნო მატჩს საქართველო სტუმრად სერბეთთან 27 ნოემბერს გამართავს.