საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთთან 18 ქულით დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები წინაზე უფრო ძლიერ მეტოქეს ხვდებოდა. მართალია, სერბეთსაც არაერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდა, მაგრამ ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიის ეროვნულ გუნდზე ძლიერია და ეს ავსტრიის განადგურებითაც დაამტკიცა (85:64).

ნებისმიერი მწვრთნელი მატჩის წინ მოწინააღმდეგის თამაშს ნახავდა და იმის მიხედვით აირჩევდა სტრატეგიასა და ტაქტიკას. ბუნებრივია, ასე მოიქცა სლავების თავკაცი ალექსანდრ ჯორჯევიჩი, რომელმაც
არც დამალა, რომ ჩვენი წამყვანი კალათბურთელებისთვის მაიკლ დიქსონისა და მანუჩარ მარკოიშვილისათვის არ უნდა მიეცა პერიმეტრიდან სროლის საშუალება. არაფერი უთქვამს საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილზე - გერმანიასთან წაგებულ ფარზე. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ამ კომპონენტში დიდწილად ერთ ცენტრალურ თავდამსხმელზე, გამოუცდელ, მაგრამ პერსპექტიულ 18 წლის გოგა ბითაძეზეა დამოკიდებული, რომელმაც ჰემნიცურ შეხვედრაში ოდენ 4 ქულა ჩააგდო და 5 პერსონალური მიიღო.
ეს რაც შეეხება ვიზავის.

ბუნებრივია, თავისი ჩანაფიქრი და მონახაზი საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ილიას ზუროსსაც ქონდა და ძალიან საინტერესო იყო რა სიურპრიზს შესთავაზებდა მეტოქეს. ისიც უნდა ითქვას, ამ შემადგენლობით ბერძენ სპეციალისტს თამაშის გადაწყობის და გამრავალფეროვნების დიდი საშუალებაც არ აქვს და რაც წინა მატჩში ჩვენმა გუნდმა აჩვენა, მიმდინარე ეტაპზე ალბათ, მისი მაქსიმუმია.

პირველმა მეოთხედმა დაგვანახა, რომ ამ ფორმაციის სერბეთის ნაკრები იმის აჩრდილიც არაა, რომელიც კონტინენტის გასულ ჩემპიონატზე ვიხილეთ. ვერც პერიმეტრი ჩაგვიკეტეს, დაცვაშიც უამრავი შეცდომა დაუშვეს და საჯარიმოებიც ვერ გამოიყენეს. ჩვენმა გუნდმა კი მოახერხა შორიდან სროლებით ქულების აღება, ოღონდ ეგაა, ფარი წააგო და დაცვაშიც ვერ ვარგობდა. მოკლედ, თანაბარი თამაში წავიდა და საწყისი მეოთხედი ფრედ დასრულდა.

მეორე პერიოდში მასპინძლებმა აქტიურ დაცვას მიმართეს და 6 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დიქსონის 3 სამქულიანით ანგარიში გათანაბრდა,  თამაში ქულა-ქულაზე წავიდა და პირველი ტაიმი 45:44 მოვიგეთ. აღსანიშნავია, რომ დიქსონმა უნიკალური შედეგი აჩვენა, 17:43 წუთში 23 ქულა ჩააგდო. სერბეთის ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი 15 ქულით ცენტრალური თავდამსხმელი მიროსლავ რადულიცა იყო.

მესამე პერიოდში სერბებმა ჯარიმების სროლა გამოასწორეს, დაცვაშიც უფრო ყურადღებით გაისარჯნენ, თანაც შეცვლაზე კარგად შესულმა მიხეილ ბერიშვილმა მე-4 პერსონალური მიიღო, ბითაძეს ჯარიმები არ წაუვიდა, დიქსონმაც რამოდენიმე შეცდომა დაუშვა და 64:74.

დასკვნით პერიოდში იგივე პრობლემის წინაშე დავდექით, რაც გერმანიასთან მატჩში გვქონდა - ძალა აღარ ეყო ჩვენს გუნდს, მოკლე სათადარიგოთა სკამმაც არ მისცა ჩვენს წამყვან კალათბურთელებს დასვენებისა და ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება, მარკოიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მეხუთე პერსონალური მიიღო, სამწამიანის ზონაში ადვილად ვუშვებდით მოწინაღმდეგეებს, დაცვა მოიშალა, დიდი ანგარიშით 87:105 დამვარცხდით და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა იქნებოდა ანგარიშში სხვაობა დიქსონს 36 ქულა რომ არ აეღო...

ერთი სიტყვით, ისევ დავმარცხდით, რაც საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფიდან სამი გუნდი გადის, ყველაზე სუსტ მოწინააღმდეგესთან, ავსტრიასთან ორივე თამაში ჩასატარებელი გვაქვს, ყველაზე რთული მატჩები უკან მოვიტოვეთ, მომავალ წელს გერმანიასაც და სერბეთსაც თბილისში ვმასპინძლობთ, ვითარება კატასტროფული არაა. თან, იქნება მაშინ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც დაგვეხმარონ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 28 /
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თამაშებით, რადგან ნაკრების მომავალი დავინახე. ბოქოლიშვილი და ბერიშვილი უკვე შემდგარი კალათბურთელები ყოფილან და არ ვიცოდი, ბითაძე გაისად უფრო მოუმატებს, ანუ 3 ძლიერი ახალგაზრდა კალათბურთელი დაგვემატა, ეს ჩვენისთანა ქვეყნისთვის დიდი საქმეა, თუ მამუკელაშვილს პასპორტი ექნება, ხომ კარგი. ესე იგი შენგელია, შერმადინი, დიქსონი, ცინცაძე, სანაძე, მარკოიშვილი, ბურჯანაძეს დაემატა ეს სამი. 10 ძლიერი კალათბურთელი არასდროს არ გვყოლია, თან ბორთვი ახალგაზრდული, კარგია, დვალიშვილსაც არა უშავს, მოუმატებს ეგაც, პოტენცია აქვს, კიდევ 1 კაცი და იდეალური შემადგენლობა იქნება. ზუროსი ნამდვილი ქართველია, იქნებ ლაპარაკიც ასწავლოთ. აი ამ 12 კაცს შეთამაშEბა უნდა ზუროსის ტაქტიკის ქვეშ და საკალათბურთო სამყაროს გავაოცებთ, აი ნახავთ, კარგია რომ ეს სამი კაცი დაგვემატა, იქნებ მამუკელაშვილიც ა? წარმატებებბი. ამხანაგურები არ შეიძლება?
ვასო
28 ნოემბერი 2017 11:19
0
Ara ra zurosi dzaan magari mcvrtnelia.didi madloba mas vinc is shearchia gundis tavkacad, xolo legionerad dixoni.didi samushaoa gaweuli.rac sheexeba tamashebs yvelaferi logikurad midis,nu aheidzleboda sxvaoba cota y ofiliyo, tumca ras izam eg sportia da yvelaferi mdinaris dinebit midis
Oto
28 ნოემბერი 2017 02:04
0
მარკოიშვილმა თავისი სპორტული კარიერის ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა. არაფერი არ გამოსდიოდა, მწვრთნელმა კი მოკლე სკამის გამო მისი თამაშიდან იზოლირება ვერ შეძლო. გუნდს ცენტრი არ ჰყავს, როგორ შეიძლება ასეთ მეტოქესთან მატჩი მოიგო!?, ცკიტიშვილი წარსულია, ბითაძისგან რა დადგება ღმერთმა იცის, ბერიშვილმა და ბოქოლიშვილმა რაც შეეძლოთ მაქსიმალური გააკეთეს. მარტო დიქსონის იმედად ტამაშს ვერ მოიგებ.
777
28 ნოემბერი 2017 11:30
1
50 ქულას რომ ჯარიმით აგიღებენ და ფარზე ბურთს ვერ მოიგებ....სისწრაფე და ფიზიკური მომზადება (ჩვენი გენეტიკური ნაკლია) უსუსტესი წერტილია.. ბოლომდე ძალიან გვიჭირს გაძლება..მშვენივრად დაწყებული საქმე ბოლოში ჩავაფლავეთ..ისე გამოდის თითქოს ერთ ტაიმზე მეტის თამაში არ შეგვიძლია....
ok
28 ნოემბერი 2017 11:22
1
ზაზა აღარ გვჭირდება არა?თამაშს ამუხრუჭებს არა?ხოდა ვიხოხებთ ისევ მაჩანჩალებში სანამ ერთგული ადამიანების დაფასებას არ ვისწავლით! ხოლო თქვენ შარლატანებო ელოდეთ როდის "გაიფურჩქნება" ბითაძე და როდის გამოუშვებს მამიკო მამუკელაშვილს საქართველოს ნაკრებში.ზუროსი კი მართლაც მაგარია.
888
28 ნოემბერი 2017 10:30
4
ზაზა აღარ ჭირდებათო, არავის უთქვამთ, მაგრამ რაც მან ევროპის ჩემპიონატზე იკადრა, უღირსი საქციელია. თუ თორნიკეს მამას, კახა შენგელიას ინტერვიუ ნახე. ძალიან ცოტას ამბობს, მაგრამ მიხვდები, რომ თითქმის ყველაფერში ჩაიჭრა. პრინციპში, მთლიანად მისი ბრალია უკრაინასთან მარცხი. საერთოდ რომ არ ეთამაშა, ნემდვილად უკეთესი შედეგი იქნებოდა. ის უკვე რეზერვის დონეა. "გოლდენ სტეიტში" მხოლოდ რამდენიმე წუთს ათამაშებენ და მაქსიმუმ ერთი-ორი ნორმალური ქმედება აჩვენოს.
მოკლედ, ახლანდელ ნაკრებს ალბათ რაღაცაში ზაზა კი გამოადგებოდა, მაგრამ თავისი უსაფუძვლო ამბიციები უნდა შეაკავოს.
Lasha
28 ნოემბერი 2017 11:53
3
ეურობასკეტზე, ზაზა ზუროსს არ უსმენდა. გადმოახვიე და ნახე. წუთშესვენებაზე აქეთ ზუროსი საუბრობს გუნდთან და იქით ცალკე ზაზა იძლევა მითითებებს, ტითქოს ზუროსის შენიშვნები მას არ ეხებოდა.
აუვარდა თავში გოლდენ სტეიტობა. ასეთები ამუხრუჭებენ ახალი თაობის ზრდას.
ზაზამ მიხედოს გოლდენში თავის ბლოკებს.
28 ნოემბერი 2017 11:42
2
ყველა გამოხმაურება
დიქსონისა და ერთი ორი გამონათების გარდა, სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთელთა ნაკრები ფეხბურთის ნაკრებს ემსგავსება უნიათო თამაში დაცვაში და უაზრო შეტევები.რამდენი წელია აქამდე მივდივართ, რამდენი წელია 6-7 კალათბურთელით ვატარებთ შესარჩევს,მერე ჩემპიონატს. შემცვლელებზე საერთოდ არავინ ფიქრობდა,წავა ეს ძველი ოქროს თაობა და რჩება სიცარიელე,ბნელი და უკუნი.....ეს ფედერაცია რა ჯანდაბას აკეთებს...არადა ასეა სპორტის თითქმის ყველა სახეობაში უკან -უკან სვლა და უფსკრული....,.ერთი რაგბში გვაქვს წინსვლა,ისიც, როდის გაუვლის ამ სპორტის დაფინანსების სურვილი ერთ კაცს და წავალთ აქაც უკან უკან ღმერთმა იცის...ისე, ამ კაცს,ნიჟარაძესა და ჩვენს ძველ მორაგბეებს ძეგლი უნდა დავუდგათ !
tazo
28 ნოემბერი 2017 10:11
5
გეშლება რაღაც და ძალიან პესიმისტურად ხარ განწყობილი. ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს მაღალი შედეგების ჩვენება შეუძლია. "ოქროს თაობა" 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეთამაშებულმა კალათბურთელებმა შექმნეს, თავიდან კი არაფრით ჯობდნენ ახლა მოთამაშეებს. შერმადინი და შენგელია კიდევ არაერთ სეზონს ჩაატარებენ, ბურჯანაძე, სანაძე, უკვე ახლებიც, ასე რომ მართლა დიდებული მწვრთნელის და "გაქართველებული" დიქსონის დახმარებით კარგი შანსები აქვთ. ისე, ფეხბურთის და რაგბის მსგავსად, სახელმწიფო კალათბურთსაც რომ დაუდგეს გვერდში, მეტი წარმატება ექნებათ. კალათბურთის ფედერაციას საკუთარი დარბაზი კი არა, ოთახიც არ გააჩნია, ყველაფერში სიმწრით ნაშოვნი კაპიკებით იჯარას იხდიან. მთელ ქართულ კალათბუთის(კლუბები, ჩემპიონატები, ასაკობრივი ნაკრებები, ეროვნული ნაკრები, ქალთა კალათბურთი, რეგიონები, ვეტერანები, დარბაზები, მსაჯები, მწვრთნელები, ხელფასები, სასტუმროები, მგზავრობა და სხვა) დაფინანსება წლის განმავლობაში მხოლოდ 7 მილიონი ლარი, ანუ 2,5 მილიონი დოლარია. ვიმეორებ, ამაში შედის საქართველოს სუპერლიგასა და "ა" ლიგაში მონაწილე კლუბების დაფინანსებაც. ეს საშუალო ევროპული კლუბის ერთი თვის ხარჯიც არ არის. ჰოდა, ამ დაფინანსები ფონზე შედეგი(გაიხსენეთ 16 წლიანების და გოგონების წარმატებები) ფანტასტიურად მაღალია. მოკლედ, თუ რაიმეს ითხოვთ, ცოტა უნდა გაიღოთ კიდეც, თანაც უფასო დასწრების მიუხედავად ჩემპიონატის თამაშებზეც არავინ დადის. იარეთ თამაშებზე, უგულშემატკივრეთ კლუბებს და მათაც მეტი ინტერესი ექნებათ. დაფინანსება კი, მინიმუმ უნდა გასამმაგდეს.
თორნიკე
28 ნოემბერი 2017 10:41
0
მამუკელაშვილტან მიდის თუ არა მუშაობა რომ მიიღოს მოქალაქეობა და ითამასოს ნაკრებში
kote
28 ნოემბერი 2017 10:25
1
ამ თამაშებში არ გვყავდა ძირითადი გუნდი და მათ მაგივრად თამაშობდნენ შემცვლელები. მაგეამ ბოისა ამ შემცვლელების ორწუთიანი შემცვლელია.. როდემდე უნდა იყვეს შემცვლელის შემცვლელი ასაკიანი იგროკი გუნდში?? მხოლოდ ძმის გამო?? სპორტშიდაც კი ვერ ვეშვებით "ჩაწყობას"
პ.ს ისე გუნდმა კარგად ითამაშა. ყოჩაღ
რიგითი ჯარისკაცი
28 ნოემბერი 2017 02:34
5
რიგითი მოაზროვნე
oeee
28 ნოემბერი 2017 10:20
0
პატივცემულო ლაშა!ბოღმით დაბრმავებულ კაცს გავხართ და არა ობიექტურ გულშემატკივარს.ნერვებს გაუფრთხილდი ყმაწვილო და სულელურ დასკვნებს მოერიდე.
888
28 ნოემბერი 2017 13:05
2
არაა გუნდი ძლიერი და რა გინდა შენ,
999
28 ნოემბერი 2017 09:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული