"პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ კარგი შეხვერდა იყო და სერბეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ევროპაში. მე ვფიქრობ, ჩვენ პირველ მეოთხედში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ დაცვაში ბევრი შეცდომა გვქონდა. შევეცდებით, მომავალში ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო თამაში", - თქვა ბერიშვილმა.
მიხეილ ბერიშვილმა 26 წუთში 11 ქულა ჩააგდო. თბილისის "დინამოს" კალათბურთელმა კარგი სიზუსტე გამოავლინა, 4-დან 3 სამქულიანი და ერთი ორიანი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]