ნაკრების წევრებმა 5-5-ზე კალათბურთი როგორც ცალ, ისე ორივე ფარში ითამაშეს. ვარჯიში საათ-ნახევარს გაგრძელდა და მის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.
ილიას ზუროსი: "კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ვუყურებთ ჩვენს მეტოქეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. არ
კალათბურთელებისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - ისინი ძალიან მონდომებულები არიან, ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ, ჩვენს მითითებებს კარგად ასრულებენ, მაგრამ რაოდენ მონდომებულიც უნდა იყო, შეთამაშებისთვის ერთი და ორი დღე საკმარისი არ არის. გუნდი ორ დღეში არ იქმნება.
ფიბას მიერ შესარჩევი სისტემის ახალი ფორმატის შექმნამ გუნდთან სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობა მოგვისპო".
მაიკლ დიქსონი: "ვეთამაშებით ავსტრიის ნაკრებს, თან სტუმრად. ვიცი, რომ კარგი გუნდია, თუმცა ჩვენც არ ვართ ნაკლებები. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში კვლავ მომიწევს თამაში და ჩემი მხრიდან, ვეცდები, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით