20:59 25-02-2018
საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]
AutoSharing Option
საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, რომელსაც გიორგი ცინცაძის ტრავმა დაემატა, გასულ ტურში სერბეთის დამმარცხებელი გერმანიის ეროვნული გუნდი ამ მოცემულობით საქართველოს ნაკრებზე ძლიერია, მაგრამ ერთ მატჩში და მითუმეტეს საკუთარ მოედანზე, მისი ძლევა დიდი ძალისხმევით შესაძლებლად მოსჩანდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაინც დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა პარკეტზე: ცქიტიშვილი, ბოქოლიშვილი, ბოისა, დვალიშვილი, დიქსონი. სტარტი საქართველოს ნაკრებისთვის კარგი ვერ გამოვიდა, გერმანია 7 ქულით დაწინაურდა, გოგა ბითაძის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ვითარება ერთი პირობა კი გამოსწორდა და სხვაობა 1 ქულამდე კი შემცირდა, მაგრამ პირველი მეოთხედი მაინც წავაგეთ 10 ქულით.
მეორე პერიოდში სიტუაცია არ შეცვლილა, სტუმრებმა უპირატესობა არ დათმეს, უზადოდ ესროდნენ ბურთს პერიმეტრიდან და ტაიმი 13 ქულით წავაგეთ. ჩვენი გუნდიდან აღსანიშნავია ბერიშვილის ზუსტად ნატყორცნი 3-ქულიანები.
მეორე ტაიმში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჩამორჩენა ერთხელ 5 ქულამდე კი შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და დასანანი მარცხი განიცადა.
26 ქულით მატჩის ყველაზე ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დიქსონი იყო, ბერიშვილმა 15 ქულა ჩააგდო, ბითაძემ 9, ბოქოლიშვილმა 8, ცქიტიშვილმა 7, ფაცაციამ 5, დვალიშვილმა 4, ჩაჩანიძემ 3.
სტუმართა გუნდიდან 15 ქულა საიბუმ ჩააგდო, 14 ბენზინგმა, 12 ბარტელმა, 12 გიფეიმ, 11 ცირბესმა, 7 ობსტმა, 5 დორეტმა, 4 აკპინარმა, 4 სეიფერტმა, 3 ტადამ.
საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ 1 მოგებით მე-3 ადგილზეა და 29 ივნისს ავსტრიასთან უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვერ დავეთანხმები იმ აზრს რო სანიკიძე და ფაჩულია გვაკლდა რადგან ერთიც და მეორეც უბრალოდ ნაკრებიდან წავიდენ ანუ თითქმის 15 წელი რას აკეთებდი ფედერაცია არც არაფელს იყო ექვსი კალათბურთელი და იყო შედეგი და ყველა კმაყოფილი ხოდა რო არაფელი აკეთე ამ 15 წელიწადში მიტო მოგივიდა ის რაც მოგივიდა თუ თაობათა ცვლას ხელი არ შეუწყვე თუ აკადემიები არ გაქვს და კალათბურთელს ვერ ზრდი მაშვინ რისი იმედი უნდა გქონოდა აი ამ კითხვას როარსვამდენ ამ პერიოდის განმავლობაში მიტო ვართ ეხლა დიდ ნეხვში და უფრო დიდი იმედგაცრუება წინ გველოდება.როცა მანუ შერმანდინი ცინცაძე და თოკო წავლენ ნაკრებიდან.ჰა ჰა 4 წელი იყო შენგელია ყველაზე დიდი ნაკრებში მანუ და შერო უეჭველი ერთ შესარჩევს კიდე გაათრევენ და მორჩა.გერმანია მაგარი გუნდი იყოო შენიყავი უსუსრი თორე გერმანია ევროპის მაშტაბითაც კი ერთი საშუალო დონის გუნდია.
0
0
როგორც ყოფილ კალათბურთელს, ნამდვილად მაქვს პრეტენზია, ჩემი მოსაზრება მეტ-ნაკლებად კომპეტენტურად ჩავთვალო. თვდაპირველად მადლობა მინდა გადავუხადო მაიკლ დიქსონს მაღალი დონის და ჯიგრიანი თამაშისთვის. 6 დღეში 3 თამაშის(მათ შორის ერთი თურქეთის ჩემპიონატში) თითქმის შეუსვენებლად ჩატარება, თანაც ლიდერის პოზიციაზე, ურთულესია. დიქსონის გარდა, საქართველოს ნაკრები რეალურად მეორე კი არა, მესამე შემადგენლობით თამაშობდა. წინა ნაკრებიდან გუნდში სხვადასხვა მიზეზის გამო(ზოგმა თავი დაანება, ზოგი გუნდიდან არ გამოუშვეს, ზოგს ტრავმა აქვს) არ იყვნენ სანიკიძე, ფაჩულია, შენგელია, შერმადინი, მარკოიშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, ცინცაძე. როცა მოედანზე ერთდროულად 5 მოთამაშეა და გუნდს 8 ძირითადი მოთამაშე გამოაკლდა, ეს ნიშნავს, რომ სრულიად ახალ გუნდს ქმნი. რაც წარმოუდგენლად რთულია. ამ გუნდმა, ილიას ზუროსის და მისი შტაბის ძალისხმევით, ასევე დიქსონის გვერდზე დგომით შეუძლებელი შეძლო და ავსტრიაში მასპინძლები 14 ქულით დაამარცხა. ავსტრია რომ ხელწამოსაკრავი არ არის, გუშინდელმა თამაშმაც აჩვენა, რომელშიც მხოლოდ 1 ქულით, თანაც ბოლო წამებზე დამარცხდა სერბეთთან. გერმანიის ნაკრები რა ძალაც არის ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ და მსოფლიოს შესარჩევზეც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მათი ეროვნული ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა. ბამბერგის "ბროსე", ბერლინის "ალბა", ბონის "ტელეკომი" და მიუნხენის "ბავარია" მუდმივად მონაწილეობენ ევროთასებზე და დიდი გამოცდილება აქვთ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვინც საქართველოს ნაკრებს აკრიტიკებს, გააანალიზოს და რეალურად შეხედოს სიტუაციას. ასეთ რეალობაში ავსტრიის ნაკრების დამარცხება და გერმანიასთან თანაბრად თამაში მხოლოდ აქტივში ჩაითვლება. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გუშინ სპორტის სასახლეში აქტიურად უჭერდა მხარს ჩვენს ნაკრებს. დიდი სურვილი მაქვს, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ახალი სპორტის სასახლის დარბაზი ნახეცრად მაინც გაივსოს. დასწრება ხომ უფასოა. წარმატებები
9
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული