ფიბას 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩატარებული ეროვნული ფედერაციების მარკეტინგისა და კომუნიკაციების სემინარზე საინტერესო შეფასებები გაჟღერდა.
ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოჩენილ იქნა დიდი ინტერესი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მუშაობა შეფასდა დადებითად, რომელმაც ფიბას მაყურებელთა დასწრებადობის რეიტინგში ევროპის ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა
გერმანიასთან ჩატარებულ საშინაო მატჩზე ფიბას მიერ მაღალ დონეზე იქნა შეფასებული რეგულაციების და სტანდარტების დაცვა. აგრეთვე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა სოციალური მედიის კუთხითაც.
ფიბას და სხვა ქვეყნის ეროვნული ფედერაციების თხოვნით, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით განხორციელებული მარკეტინგული და მედიაოპერაციები გაზიარებულ იქნა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიერ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ჯგუფურ მუშაობაში. სემინარებზე აგრეთვე განხილულ იქნა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ფანჯრის მოსამზადებელი გეგმა.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიერ