პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ჩვენი რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარი იყო, სადაც ჩვენი საიტის მომხმარებლებს გასცა პასუხები.

გთავაზობთ ერთ-ერთ კითხვა-პასუხს რუბრიკიდან:

- გამარჯობა, პაატა. მაინტერესებს, რამდენად სამართლიანად მოიგეთ არჩევნები? და რატომ არის ანატოლი ბოისა ნაკრებში (ბოლოს როდის ჩააგდო ნაკრებში ბურთი საშუალო დისტანციიდან)? უამრავი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე გვყავს ესპანეთსა და იტალიაში და არ შეიძლება ახალგაზრდებს მივცეთ შანსი?
- არჩევნების სამართლიანობაზე შედეგები მეტყველებს. რაც შეეხება ბოისას:
ა) პირადად მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც მოთამაშეს;
ბ) იგი ბუნებით
ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს;
გ) ვინ უნდა იყოს მოედანზე, ამას წყვეტს ნაკრების მწვრთნელი და არა ფედერაცია ან პრეზიდენტი.

რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას, ნაკრების ბოლო მატჩებში, ალბათ, დავინახეთ ეს ტენდენცია, თუმცა უფრო მეტია საჭირო. იმედი მაქვს, რომ ნაკრების ხელმძღვანელობას ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იმ ნიჭიერი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეებისგან, რომლებიც არცთუ ისე მცირერიცხოვანნი არიან.

იხილეთ ინტერნეტკონფერენცია პაატა გურასპაულთან სრულად
მკითხველის კომენტარები / 7 /
კოკოშკოვის დროსაც იყო ბოისა და მის მერეც როდის იყო კოკოშა ფედერაციის წინააღმდეგ რო წავიდა არასდროს.ეტყობა ესეც ლობირებს ბოისას ნაკრებში რადგან მიაჩნია რო მისი ყოფნა იქ ნაკრებისთვის აუცილებელია.დდ
ზაზა
13 მაისი 2018 13:32
0
კოკოშკოვმა როგორც კი მოაჯინა ბოისა და გამყრელიზე სკამზე მასინვე დაიწყეს საუბარი კოკოსკოვმა ტავის ტავი ამოწურაო და გაუსვეს კიდევაც ეხლა სად არის კოკოსკოვი კი ხედავტ ბოისა კი დააბრუნეს ზირიტად ხუტეულსი საფხულსი სტვენიტ უნდა შევხდეტ მის გვარს რომ გამოაცხადებენ მიხვდებიან ალბატ რომ გაუსვან ნაკრებიდან
შოთა გუგეშაშვილი
08 მაისი 2018 16:09
3
კარგი რა პაატა, რა ბუნებით ლიდერი. ბოისას თამაში და ლიდერობა არ გაიშვას. დავიჯერო შენგელიაზე უფრო მაგარი ლიდერია ნაკრებში ბოისა??
სიმართლე: ვლადიმირ ბოისას გამოისობით იძახებენ ტოლიკას ნაკრებში! სამარცხვინოა ეს ყველაფერი!
georgian
08 მაისი 2018 14:41
0
ბოისაზე მეტი ლიდერი თუ ვერ მოიძებნა ე.ი. ძალიან ცუდ დღეში ყოფილა ჩვენი ნაკრების საქმე! ადამიანური თვისებები ძალიან დასაფასებელია, მაგრ მაჩანჩალა სპორტსმენი როგორ უნდა იყოს გუნდურ სპორტში ნაკრების ლიდერი ერთი ეს გამაგებინა...ამოვიდა ყელში ყველგან ეს არაკვალიფიციურობა და უვიცობა! ან გურასპაულმა რა იცი საერთოდ მართვის ფედერაციის პრეზიდენტობა რომ შეიფერა?!
პაატა
08 მაისი 2018 12:07
0
ბუნებით და ხასიათით ლიდერობით მეც გამოვირჩევი და ამიყვანეთ მაშინ ნაკრებში! :)
ბოისას კი ვაჯობებ სროლაში (ტიპი მალაკოს აკეთებს) უვარჯიშებელზე 10-დან 5-6 სამქულიანს ვაგდებ!
ქომაგი
08 მაისი 2018 11:37
1
ქომაგო,მეგობარო,ღმერთი არ გაგიწყრეს და ვარჯიში არ დაიწყო თორემ ჩვენი შერცხვენილი სნაიპერები სირცხვილით თამაშს თავს დაანებებენ და ჩადგები მათი ოჯახების ცოდვაში.
ისე, რამდენი წლისა ხარ?იქნება მართლა გეცადა.
სოსო
08 მაისი 2018 14:04
6
10 დან 5-6 სამქულიანს აგდებ? შენა და კარის, ტომსონის, გორდონის, კრის პოლის, კაირი ირვინგის პროცენტული მაჩვენებლები თუ იცი რამდენია სამქულიანებში? ათიდან ექვს სამქულიანს კარი ვერ აგდებს მეგობარო :)
dadu
08 მაისი 2018 13:26
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული