საქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]

AutoSharing Option
bblprofis.de-ს ცნობით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ცვლილებაა - მაიკლ დიქსონის ნაცვლად, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ღირსებას 31 წლის ტადუს მაკფადენი (სიმაღლე 188 სმ) დაიცავს, რომელიც "კიმისში" თამაშობს და საბერჩნეთის ჩემპიონატის ბომბარდირია. ტადუსი საშუალოდ ერთ მატჩში 17.7 ქულას, 2.9 მოხსნა, 4 პასს, 1.5 ჩაჭრასა და 0.1 დაფარებას აგროვებდა.

მისმა გუნდმა პლეი-ოფის "მეოთხედფინალი "ოლიმპიაკოსთან" 0:2 წააგო, ხოლო თავად ამ ორ მატჩში 36 ქულა ჩააგდო.

მან საბერძნეთის ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ის ჩეხეთის "უსტი ნად ლაბემში", გერმანიის "ბრაუნშვაიგში", კვიპროსის აპოელ-სა
და აეკ-ში, საფრანგეთის "ნანსიში", საბერძნეთის პაოკ-ში და მაკედონიის "კარპოს სოკოლიში" ასპარეზობდა.

ვიკიპედიაში ტადუსი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელადაა მოხსენიებული. ასე რომ, სერბეთთან (29) ივნისს და ავსტრიასთან (2 ივლისს) მატჩებში მაკფადენი დიქსონის ნაცვლად ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს ვიღაც ძალიან მაგარი ჩანს, მაგრამ დიქსონმა როდის თქვა უარი საქართველოს სახელით გამოსვლაზე ან რატომ არ უნდა გვითხრათ?!
aburjga
10 ივნისი 2018 22:10
0
საწყენია დიქსონის წასვლა.იმედი მქონდა კარიერის ბოლომდე ითამაშებდა ჩვენს ნაკრებში,შესანიშნავად იყო შერწყმული ჩვენს ნაკრებს,თამაშითაც და ადამიანურადაც.
სოსო
10 ივნისი 2018 22:01
0
ფედერაცია რისი ამხნელია გულშემატკივართათვის,ვერ ხევთ,გერმანულ საიტზე დაყრდნობიტ წერენ??ესმაინცხომ არაა ჩინეთი,თქვენარგაგაჩნიათ იმფორმაცია,გერმანულ და სომხურ საიტებზე დაყრდნობით რომარ გაგვაგებინოთ??მართლაც ეუჰჰ
euhh
10 ივნისი 2018 21:56
0
დიქსონის გარეშე ჩვენი ნაკრები ვერ წარმომედგინა, ასეთი გუნდურად მოთამაშე, გულიანი ლეგიონერი არ გვყოლია...
მაკფადენს რაც შეეხება 3-იანებს კარგად ესვრის, საბერძნეთში 3-იანებში თითქმის 43 % ქონდა, მისი მომენტების ვიდეოს ვუყურე და ცოტა არაგუნდურ მოთამაშედ მეჩვენა, საჯარიმოებს დიქსონზე უარესად, დაახლოებით 83%-ით ისვრის, მაგრამ ცუდი კალათბურთელი არ უნდა იყოს, წარმატებები ჩვენს ნაკრებში!
გულშემატკივარი
10 ივნისი 2018 21:48
0
დიქსონს რა პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა საჯარიმოებში შენი აზრით? 83% ცოტა გგონია? თავს დავდებ დიქსონს მაგაზე მაღალი თუ ჰქონდეს. კობი რა პროცენტს ესროდა შენი აზრით? 83.7%
odala
11 ივნისი 2018 07:26
0
გერმანულ საიტს რომ არ დაეწერა, ჩვენ თამაშის წინა დღეს გავიგებდით?
გულშემატკივარი
10 ივნისი 2018 21:36
0
??? აიხსნას!
ვვვ
10 ივნისი 2018 21:34
1
ნუ დავამკვიდრებთ ნორმად უმადურობას - მაიკლ დიქსონი მინიმუმ გაცილებას მაინც იმსახურებს...
მსქროლავი ტროლი
10 ივნისი 2018 21:22
0
რა გაცილებაზე ლაპარაკობ კაცო,დაბრუნებაზე უნდა ვილაპარაკოთ.იყოს ის ახალიც,და დიქსონიც,რა არ გვჭირდება?არ მჯერა, რომ თვითონ აღარ უნდა.
სოსო
11 ივნისი 2018 10:23
0
დააბრუნეთ სასწრაფოდ დიქსონი!!!მაგრად გვეხმარებოდა ეგ კაცი
alex
10 ივნისი 2018 21:21
1
ავტორო ბარემ მიზეზიც დაგეწერა რატომ ხდება ცვლილება,ლოგიკური კითხვა ხო გაგვიჩნდება გულშემატკივარს ხო იცით,უნდა გვამკითხაო თუ რახდება
დდდ
10 ივნისი 2018 21:17
0
ფუ თქვენი, დიქსონა დააბრუნეთ ნაკრებში. რაზე ვერ შეთანხმდით? საბერძნეთის ბომბარდირი არა .....
nika
10 ივნისი 2018 20:17
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული