"ტიფლის ტექსტილი" საქართველოს ნაკრებს სპორტული წინდებით მოამარაგებს. თანამშრომლობის მემორანდუმი გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე "ტიფლის ტექსტილის" ფაბრიკაში გაფორმდა.
სანამ დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, "ტიფლის ტექსტილის" დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ სტუმრებს ფაბრიკა და სამუშაო პროცესი დაათვალიერებინა.
ფაბრიკას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და ნაკრების მოთამაშეები -
ფაბრიკის დათვალიერების შემდეგ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - პაატა გურასპაულმა და "ტიფლის ტექსტილის" დირექტორმა - გიორგი გაჩეჩილაძემ მოაწერეს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გაჩეჩილაძეს ეროვნული ნაკრების მაისური და მოთამაშეთა ხელმოწერებით დამშვენებული ბურთი უსახსოვრა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით