ილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთთან დამარცხების (85:86) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, მათ დიდი სამუშაო გასწიეს. სამწუხაროდ, კალათბურთში ხდება ასეთი რაღაცები და გარკვეული შეცდომების გამო ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც ახლოს იყო.

თითოეულმა კალათბურთელმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და თავი ბოლომდე წარმოაჩინა, თუმცა მაინც წავაგეთ.

სპორტის სასახლეში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ამით კმაყოფილი ვარ, მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მათ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში წარმოჩინდა ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობები და საქართველოს ნაკრებს
აქვს მომავალი. ჩვენმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა.

მეტოქის კალათბურთელები ტოპ-ლიგებში თამაშობენ, თუმცა მათ არაფერი არ დავუთმეთ. ეს კალათბურთია და 1 ქულამ ყველაფერი გადაწყვიტა.

დიდი სამუშაო გავწიეთ და მოკლე პერიოდში მაქსიმალურად მოვემზადეთ. ჩვენ გვყავს კარგი კალათბურთელები: გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და ა.შ.

სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს".

altდრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულით დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 24 /
ამ ეტაპზე ბერძნებისთვის არცეთ შემთხვევაში არ უნდა მოგვეგო.პირველ რიგში ჩვენი ნაკრების მწრთვნელის ზუროსის ფაქტორით.ბერძნები ხომ ამ მოგებით მსოფლიოზე გავიდნენ.საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია.
გიოშა
19 სექტემბერი 2018 02:47
0
კოკოშკოვის დროს რაც გუნდი იყო იმის მესამედი არარის დღევანდელი ნაკრები და იმ ნაკრებს უფრო კვალიფიციური მწვრთნელი მსოფლიოზეც გაიყვანდა როგორც ეს უკრაინელების ამერიკელმა მწვრთნელმა მოახერხა აი ის ნაღდად იყო მაღალი დონის მწვრთნელი.თორე კოკოშკოვის დროსარიყო აქ ერთ ამბავში რო იყავით აქაოდა ბელგიანსთან ორვე თამაში როგორ წააგოდა ჯგუფში როგორ ჩარჩაო მერე სულზე მოგვისწრო ფორმატის შეცვლამ და საჩუქრად მივიღეთ ევროპის ფინალური ეტაპი ესეც ბალტიელების და იტალიელების დამსახურება იყო და არა კოკოშკოვის. რატო ვიცით ადამიანების გაიდეალება და ბელადებათ წარმოსახვა არმესმის.აგერ უკრაინამ ესპანეთი დადო ბეჭებზე და რაუნდა თქვას ეხლა მათმა მწვრთნელმა.რაო ოთხი კაცით თამაშობდა მეტი რას ითხოვ კალათბურთელები არაგყავს საშუალო ევროპული დონის უკვე ისეა ნაკრებში საქმე მალე ზუროსს მოუწევს თამაში მოედანზე შენგელია ლეგიონერი ბითაძე და სანაძე დაგვჩება მეტი არავინ დიდი ალბათობით ცინცაძე და მანუ წავლენდა ვინ გჩება შენგელია და. შერმანდინი ევროლიგის გამო ფაფუ.
qutaiseli
17 სექტემბერი 2018 12:45
3
დაახლოებით 50 წლიანი სტაჯის გულშემათკივარი ვარ და არამარტო მაგიტომ, მაგრამ კალათბურთში რაღაც გამეგება. ძალიან მოკლედ:გუშინ თავდადებისა და შემართების ხარჯზე, მიუხედავად ძალიან ,,მოკლე სკამისა" შეგვეძლო გაგვემარჯვა(როგორც ადრე გადაჭედილ სპორტის სასახლეში ვიმარჯვებდით მოსკოვის ცსკა-თან ,რომელიც ფაქტიურად სსრკ-ს ნაკრები იყო)-წავაგეთ, დასანანია, მაგრამ რას იზამ. ობიქტურ მიზეზებთან ერთად (მაღალი კლასის მოწინააღმდეგე), როგორც ყოველთვის იყო სბიექტურიც.მინდა აქვე ხაზგასმით ავღნიშნო ზუროსი ,,ღვთის საჩუქარია",ჩემი აზრით ასეთ სპეციალისტს ჩვენთან არ უმუშავია. ღმერთმა დამიფაროს ჭკუას ვასწავლიდე, მაგრამ გუშინ ბოლო წამებზე ვფიქრობ წუთშესვენება უნდა აეღო. არ მესმის რისთვის ჩამოვიყვანეთ ჯენინგსი თუ ასეთ გადამწყვეტ მომენტებში არ ვასროლინებთ, მითუმეტეს როცა სროლები არ წაგვივიდა. უნდა გვეცადა ზუსტად მისთვის შეგვექნა სროლის პირობები(ბლოკის დაყენებით და ა.შ.) და ამ დროს ბერძნების დაჯარიმების მეტი შანსიც გვექნებოდა. და ბოლოს, არ შემიძლია არ ვთქვა ცინცაძეზე, მგონი თხუტმეტი წელია მის თამაშს ვუყურებ, უნიჭიერესი კალათბურთელია. მახსოვს მისი უამრავი გენიალური თამაში. მაგრამ სამწუხაროდ ასევე მახსოვს გადამწყვეტ მომენტებში მისი უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი, ეფექტზე გათვლილი ბურთის ტარებაც, სროლებიც და გადაცემებიც. დასანანია დროა დაღვინდეს.
პ.ს. ,,ზვიადი" იმაში ვერ გარკვეულა უბნელებს ელაპარაკება თუ საიტზე კომენტარს აკეთებს და რატომ უბეჭდავთ ვერ გამიგია.
პეტრე
17 სექტემბერი 2018 12:25
3
ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ზუროსის გენიალურობა არა მგონია ბრჭყალებში ჩასასმელი იყოს.
ბმნ
17 სექტემბერი 2018 15:27
0

ძალიან კარგი შეფასებაა, თითქმის ყველაფერში გეთანხმებით, თუმცა ბოლომდე ცინცაძის შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით. გიორგი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, ნაკრებისთვის ყოველთვის დიდი ძალა იყო, ქონია უხეში შეცდომები და გუშინაც ასე მოხდა, ბოლო წამებზე, მაგრამ ეს კალათბურთია და ხდება, ისრაელთან იგივე ბოლო წამებზე მეტოქეს ბურთი აართვა.
გუგა
17 სექტემბერი 2018 14:45
0
კარგად ითამაშეს. დიქსონი ჯენინგს ნამდვილად სჯობდა, მაგრამ ეგებ მერე უკეთესად ათამაშდეს.
sg
17 სექტემბერი 2018 10:30
1
ძალინ კარგად ითამაშეს, კვლავ პრობლემა არის გმთამაშებელი, რომელიც ბურთს უდროო დროს არ დაკარგავს და დროულ პასს გააკეთებს, ცინცაცემ კარგად ითამაშა, მაგრამ ბლოლოს მაინც შესცოდა. ფაცაციას ნაკრებში რა უნდა არ ვიცი, ვერ არის მაგ დონის მოთამაშე, იქნებ სხვა ენახათ ვინმე? დაფეეთებული და ფაფხურა კალათბურთელია. ბითაძე ყოჩაღ ისევ, შერმადინიც, ჯენინგსიც და არა ჯენინგი, და თოკო ისვე და ისევ. გალაქტიონ წერა ისწავლე ან გადაიკითხე სანამ გამოაქვეყნებ, სირცხვილია ამხელა სახელის ტარება და ასე აბდაბუდად წერა ან სახელი გამეიცვალე.
niko
17 სექტემბერი 2018 05:04
1
ძაან მაგარიკაცია ზუროსი და ბიჭებმაც მაგრად ითამაშეს, რომ არა ყოვლად უპასუხისმგებლო შეცდომები ერთი კალათბურთელის. დასანანი თამაში წავაგეთ.
ირაკლი
17 სექტემბერი 2018 01:16
1
შენგელია ხომ მაგარია მაგრამ ბითაძე იქნება რაღაც დიდ წარმატებებს მიაღწევს
gi
17 სექტემბერი 2018 01:08
0
ზუროსი კარგიწვრთნელია, მარა მომავლს სად ხედავს? ერთადერთი ბითაძე, რომელიც მომავალი კი არა მოსულია უკვე, სხვა ვინაა 20,18,16 იანები თავიანთი მამუკელაშვილ ანდრონიკაშვილით ყველა ჩაფლავდა ბულაშვილი გაკუჭებულია რავარც გურულები იტყვიან და სადაა მომავალი?დ
Mmm
17 სექტემბერი 2018 00:55
4
რა მაინტერესებს. არ შეიძლებუდა ბოლო წამზე ჯარიმა აეღოთ და შესაძლოა ერთი მაინც აეცილებინათ?
grego
16 სექტემბერი 2018 23:29
2
რომ არ აეცილებინა და შემდეგი 3 წამიანი შეტევა ვერ გამოგვეყენებინა? მერე ვიტყოდით ეს რასისულელე ქნესო...წინ ვიყავით და უნდა მოგვეგერიებინა ეგ შეტევა...
გიორგი
16 სექტემბერი 2018 23:59
2
ყველაფერი იდეალური იყო დღეს გარდა შედეგისა.მალდობა ბიჭებს და პირადად ზუროსს.როგორც აღნიშნა ამ ადამიანმა მომავლის გუნდს აკეთებს და ეს წაგება კიდევ უფრო ბევრს გვასწავლის.ჯენინგი ძალიან კარგია და კიდევ მოუმატებს.ბუს შეეშვით ნუ აკრიტიკებთ,ერთადერთი გამთამაშებელია და მეტი რა ქნას,შეცდომა გარდაუვალია როცა ამდენს თამაშობ და არ ისვენებ.იმედია მეორე გამთამაშელს შეარჩევს ზუროსი რომ ცინცაძემ დაისვენოს ხოლმე...მომავალი ჩვენია!!!
basketi
16 სექტემბერი 2018 22:45
4
მაგას სატანადო ინტელექტი სჭირდება...
დათო
16 სექტემბერი 2018 23:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული