ილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთთან დამარცხების (85:86) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, მათ დიდი სამუშაო გასწიეს. სამწუხაროდ, კალათბურთში ხდება ასეთი რაღაცები და გარკვეული შეცდომების გამო ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც ახლოს იყო.

თითოეულმა კალათბურთელმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და თავი ბოლომდე წარმოაჩინა, თუმცა მაინც წავაგეთ.

სპორტის სასახლეში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ამით კმაყოფილი ვარ, მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მათ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში წარმოჩინდა ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობები და საქართველოს ნაკრებს
აქვს მომავალი. ჩვენმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა.

მეტოქის კალათბურთელები ტოპ-ლიგებში თამაშობენ, თუმცა მათ არაფერი არ დავუთმეთ. ეს კალათბურთია და 1 ქულამ ყველაფერი გადაწყვიტა.

დიდი სამუშაო გავწიეთ და მოკლე პერიოდში მაქსიმალურად მოვემზადეთ. ჩვენ გვყავს კარგი კალათბურთელები: გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და ა.შ.

სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს".

altდრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულით დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 24 /
ფაცაცია გამთამაშებელი არ ყოფილა. შეცდომა იყო მისი შემოყვანა 1 პერიოდის ბოლო წუთებზე. არია შეთამაშებული ხუთეული.
ჯენინგი სროლებში კარგია, მაგრამ დიქსონის ნახევარია მხოლოდ. ცინცაძემ რო დაისვენა მისი შემცვლელი გამთამაშებელი არ გვყოლია.
ისევ მოკლე სკამი გვაავს, თუმცა ბითაძემ გაგვახარა. ნამდვილი სერბი პროფესიონალი კალათბურთელივით თამაშობს.
16 სექტემბერი 2018 22:23
0
უღრმესი მადლობა ბიჭებს მადლობა ბრძოლისთვის თავდადებისთვის იმედია ახალგაზრდა კალათბურთელებმა უდიდესი გამოცდილება შეიძინეს რაც შეეხება შედეგს 100 დან ერთხელ ხდება სენსაცია ორი კალთბურთელით ვერ მოუგებ ტოპ გუნდს დააკვირდით არანაირი დაბნევა ანგარიშშიც ჩამორჩნენ მაგრამ ხელი არცერთ არ აკანკალებია კარგი გაკვეთილია ჩვენებისთვის ბევრი უნდა იშრომონ რომ ასეთ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მადლობა და ფედერაციამ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალები უნდა დაასაქმოს მოიწვიოს ტრეინინგები ლექციები გაგზავნა პრაქტიკის მისაღებად წარმატებულ ქვეყნებში სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს ათეული წლებია ჩვენთან ველოდებით როდის გამოჩნდება ტალანტი საჭიროა სწორი დაგეგმვა რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში შეუწყოთ ხელი ყოლოდა შენგელიას ორი კაცი კიდე გვერდში მოიგებდა მაინც მადლობელია მთელი ერი გაიხარეთ და გაახარეთ ოჯახები და სამშობლო.
კახა
16 სექტემბერი 2018 22:18
3
წაკითხულს გააზრება უნდა
kotes
17 სექტემბერი 2018 12:42
0
აბა, კაცო აბა...სად იყო დანევას სად იყო ხელის კანკალიო .???
დაბნევა და მეტი არ ყო ცინცაძე-ფაციას დუეტი? აბა რა იყო? დაბენევა არ იყო კალატესის მარტო დატოვება(ები) - ყოველთვის სიცარიელეში მდგომი ბომბავდა კალათს, დაბნევა და უარესი არ იყო ბოლო წამები?
აბა მეტ რა არის დაბნევა?
kote
17 სექტემბერი 2018 00:06
8
ყველა გამოხმაურება
ასეთი წაგება ძალიან გულსაწყვეტია,მაგრამ დიდად საამაყოა,რომ მთელი მატჩის მანძილზე უგებ მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს! ხუთი წლის წინ ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა.დიდი მადლობა ილიას ზუროსს და საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელს.
გიოშა
16 სექტემბერი 2018 21:41
3
მაინც ვერ გავიგე რატომ ვთვლით რომ ზუროსი კოკოშკოვს რამით ჯობია?! მეორე თამაშია მაგარ უპირატესობას ვანიავებთ...მესამე მეოთხეხში რა ემართება ზუროსს?! ფაქტიურად ორივე თამაშსი უმწვრთნელოთ ითამაშეს მესმაე მეოთხედი.
პაატა
16 სექტემბერი 2018 21:39
25
ზუროსიც ძალიან კვალიფიციური მწვრთნელია და კოკოშკოვიც,მათ ეს უკვე დამტკიცებული აქვთ.ხოლო ვინც ახლა ზუროსს აგინებს,ისინი თავის დროზე კოკოშკოვსაც ასევე აგინებდნენ და სპეციალისტობას უწუნებდნენ.გათამაშების სისტემა შეიცვალა ხალხო,მწვრთნელს საერთოდ აღარ რჩება დრო,გუნდთან მუშაობისათვის და მაინც შეადარეთ დღევანდელი ნაკრები შარშან ჯგუფში მოთამაშე ნაკრებს,თუმცა ახლა ლეგიონერები გვეხმარებიან მაგრამ მაინც.ბოქოლიშვილი და ბერიშვილი ბოლომდე ჯერაც ვერ იღებენ თავზე თამაშს,მაგრამ უკვე გაცილებით თავდაჯერებულები არიან.თავდაჯერება აკლია აშკარად ფაცაციას და ეს გასაგებია,მეტოქის მცველები ძალიან მაღალი კლასისები იყვნენ მასთან შედარებით,თუმცა უფრო სუსტ გუნდებთან ლევანიც საკმაოდ კარგად ირჯებოდა ხოლმე.რაც ჩემთვის მოულოდნელია,თავდაჯერებულობის ნაკლებობას ვამჩნევ გიო შერმადინს და გაოცებული ვარ,რამდენჯერმე იყო,როცა სასროლი არ ესროლა და უკან გაიტანა,არადა მეტოქეს სჯაბნიდა.ჯენინგი კარგი იყო,მაგრამ ჯერ გუნდს ვერ იცნობს და გათამაშებაში ამიტომაც ვერ იყო ბოლომდე აქტიური.როცა იგი საბოლოოდ შეეჩვევა გუნდს,მისი სარგებლიანობაც ძალიან მოიმატებს და ცინცაძეს დიდი შეღავათი მიეცემა თუნდაც ფიზიკური დატვირთვის მხრივ.დრო სჭირდება ჩვენს ნაკრებს,რომელიც სამწუხაროდ აღარ გვაქვს/ამ ორ თამაშამდე ერთი ამხანაგური შეხვედრა მაინც რომ ჩაგვეტარებინა,ჯენინგი უკვე გაცილებით უკეთესად ჩაჯდებოდა სათამაშო სქემებში და ბერძნებთან ეს შეიძლება საკმარისიც გამხდარიყო.ჩვენ ხომ სულ ერთი ქულით წავაგეთ.
სოსო
17 სექტემბერი 2018 11:18
0
-100 -იანი ბრძანდებით!
d. iokuzuna
16 სექტემბერი 2018 22:37
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული