ფიბა-მ საქართველო-საბერძნეთის მატჩი დასწრება-დაძაბულობის მხრივ მსოფლიოში გამოარჩია

AutoSharing Option
გასული კვირის ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და ფიბა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებული სტატიის წამყვანი თემა საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ამბებია. სტატიის მთავარი, საპირველგვერდო ფოტო თბილისის სპორტის სასახლიდანაა, რომელზეც პირთამდე სავსე ჩვენი დედაქალაქის არენა მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.

თბილისურმა მატჩმა, დასწრების მხრივ, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ამ ფანჯრის მეორე შედეგი დააფიქსირა. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 9100 მაყურებელი დაესწრო, რაც ჩვენს კონტინენტზე გასულ კვირაში ჩატარებული მატჩებიდან მხოლოდ თურქეთისა და მონტენეგროს შეხვედრამ გადაფარა. ანკარაში გამართულ ამ მატჩს 9500 მაყურებელი დაესწრო.

გარდა დასწრებისა, თბილისური მატჩი დაძაბულობისა და სანახაობრიობის კუთხითაცაა გამორჩეული. სტატიაში აღნიშნულია, რომ 40 წუთის მანძილზე დაძაბული, ინტენსიური და სანახაობრივი ბრძოლა მიმდინარეობდა და შეხვედრის ბედი საფინალო სირენის თანხლებით გადაწყდა. ნიკ კალატესმა სანაკრებო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 34 ქულა, 8 პასი მიითვალა და საბერძნეთს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა. ამ მოგებით საბერძნეთი ჩინეთში 2019 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოფიციალურად გავიდა.

სტატიაში მოყვანილია მსოფლიოში გასულ კვირაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართული არაერთი დაძაბული და დასწრების მხრივ გამორჩეული მატჩი, რომელთაგანაც ყურადღებას ჩინეთისა და იორდანიის (14 000 მაყურებელი), ასევე ლიბანი - ჩინეთის (7500) შეხვედრებზე გავამახვილებთ.

altსაქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვს? დიახ, მაგრამ თეორიული

altნაკრები, რომელიც 2 წელიწადში ლამის სრულად გადახალისდა და გრანდებს ტოლ-სწორად ებრძვის

altსაქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
https://www.youtube.com/watch?v=SScc_eQlM0U
vova
19:01 20-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული