ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესტონეთს ესტუმრება, ხოლო 3 დეკემბერს სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს.

ამ ორი მატჩისთვის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

ამ 23 მოთამაშიდან ზუროსი საბოლოო არჩევანს 12-ზე გააკეთებს.

აქვე გეტყვით, რომ "ბასკონიას" კალათბურთელებს, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგს კლუბი, დიდი ალბათობით, არ გამოუშვებს, რადგან "ბასკონია" ევროლიგის მონაწილეა.

საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან გაფართოებული შემადგენლობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მოხდა
ჯგუფების გაერთიანება, ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი (გერმანია, სერბეთი, საქართველო) სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან (საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი) გაერთიანდა.

პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან გერმანია და საბერძნეთი, რომლებსაც პირველი ეტაპიდან 6-6 გამარჯვება გადმოჰყვათ.

altილიას ზუროსი: ორ დღეში რომ მოემზადო, ჯადოქარი უნდა იყო

მკითხველის კომენტარები / 4 /
გელა ნუგზარაშვილი რატომ არ გამოიძახა ნაკრებში? აუ კაი რა ზუროს რა..
ჯერი
20:48 26-11-2018
10
წარმატებები
ფანი
15:18 26-11-2018
0

სიახლეები პოპულარული