საქართველოს ნაკრების თეორიული შანსი პრაქტიკულში გადაიზარდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, ტალინში ესტონეთის ძლევის (80:73) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი გაიზარდა.

ეს შანსი თეორიული იყო, მაგრამ სერბეთი მოულოდნელად დამარცხდა ისრაელთან 74:83 და ახლა ოდენ 1 მოგებით ჩამოვრჩებით.

შეგახსენებთ, ჯგუფიდან 3 გუნდი გადის, საბერძნეთმა და გერმანიამ უკვე მოიპოვეს საგზური, მესამე ადგილისთვის კი ბრძოლა გამწვავდა. სერბეთს 5 მოგება აქვს, საქართველოსა და ისრაელს კი 4-4.

ჩვენი გუნდი 3 დეკემბერს ისრაელს მასპინძლობს, შემდეგ გასვლა აქვს უმოტივაციო საბერძნეთთან და ბოლოს სახლში ესტონეთს ეთამაშება. სერბეთსაც იგივე გუნდებთან უწევს დაპირისპირება.

და როგორ
შეიძლება ფინიშზე დაგვაკლდეს საბერძნეთთან ხელიდან გაშვებული მოგება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ბითაძე რომ გვყოლოდა მაშინ, სერბები ვერ იგულავებდნენ ფარზე იმ შეხვედრაში, საოცარი ნახტომი გააკეთა ამ ბიჭმა მოკლე დროში. არა უშავს, მოვა ჩვენი დროც
ფეს
16:48 01-12-2018
1
ეხლა უფრო დასანანი გახდა თბილისში ბერძნებთან წაგება, თან ბოლო წამზე, რამხელა შანსი იზრდებოდა მსოფლიოზე გასვლის, თან სერბებმაც წააგეს!
tbiliseli
15:22 01-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული