საქართველოს ნაკრების თეორიული შანსი პრაქტიკულში გადაიზარდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, ტალინში ესტონეთის ძლევის (80:73) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი გაიზარდა.

ეს შანსი თეორიული იყო, მაგრამ სერბეთი მოულოდნელად დამარცხდა ისრაელთან 74:83 და ახლა ოდენ 1 მოგებით ჩამოვრჩებით.

შეგახსენებთ, ჯგუფიდან 3 გუნდი გადის, საბერძნეთმა და გერმანიამ უკვე მოიპოვეს საგზური, მესამე ადგილისთვის კი ბრძოლა გამწვავდა. სერბეთს 5 მოგება აქვს, საქართველოსა და ისრაელს კი 4-4.

ჩვენი გუნდი 3 დეკემბერს ისრაელს მასპინძლობს, შემდეგ გასვლა აქვს უმოტივაციო საბერძნეთთან და ბოლოს სახლში ესტონეთს ეთამაშება. სერბეთსაც იგივე გუნდებთან უწევს დაპირისპირება.

და როგორ
შეიძლება ფინიშზე დაგვაკლდეს საბერძნეთთან ხელიდან გაშვებული მოგება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ბითაძე რომ გვყოლოდა მაშინ, სერბები ვერ იგულავებდნენ ფარზე იმ შეხვედრაში, საოცარი ნახტომი გააკეთა ამ ბიჭმა მოკლე დროში. არა უშავს, მოვა ჩვენი დროც
ფეს
01 დეკემბერი 2018 16:48
1
ეხლა უფრო დასანანი გახდა თბილისში ბერძნებთან წაგება, თან ბოლო წამზე, რამხელა შანსი იზრდებოდა მსოფლიოზე გასვლის, თან სერბებმაც წააგეს!
tbiliseli
01 დეკემბერი 2018 15:22
1
თანაბარი ქულების შემთხვევაში ბურთების სხვაობაზე იქნება დამოკიდებული?
Zura
01 დეკემბერი 2018 00:14
2
ურთიერთ შეხვედრები იქნება და სერბეთმა ძალიან დიდი უპირატესობით მოგვიგო.
Geo_Dinamo
01 დეკემბერი 2018 10:56
0
კი და გვასწრებს სერბეთი
ემირი
01 დეკემბერი 2018 00:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული