ილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ისრაელის დამარცხების შემდეგ (71:69) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან რთული თამაში იყო, ჩვენ ორ დღეში მოვახერხეთ მომზადება და მივაღწიეთ გამარჯვებას. ასეთ მცირე პერიოდში იდეალურია ითამაშო კარგი დაცვა და გადაფარო ის ხარვეზები რაც სხვა კომპონენტებში გვქონდა.

ჩვენმა გუნდმა 200% დადო თავისი შესაძლებლობებისა და დაამარცხა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჩვენი ნაკრების რამდენიმე კალათბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ამის გამო გაგვიჭირდა ამ შეხვედრაში რიტმში ჩაჯდომა.

რა თქმა უნდა, გვყავს სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც
რომელთაც ვაკვირდებით და მთ აუცილებლად მიეცემათ შანსი. რატი ანდრონიკაშვილს ბოლომდე ვერ დავეყრდენით, რადგან გამოცდილება აკლია.

მოთამაშეებს არ გამოვარჩევ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის ერთად თამაში. სასიხარულოა, რომ ბექა ბურჯანაძე დაბრუნდა ნაკრებში და ჩაჯდა სისტემაში. მინდა გამოვყო ახალგაზრდა ანდრონიკაშვილიც, რომელიც გამოვიდა მოედანზე და  მშვენივრად ითამაშა. ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ახალგაზრდებით თამაში და შევაჩვიოთ ნაკრებს.

კარგად ითამაშა ბურჯანაძემ, თუმცა არჩეული ტაქტიკის გამო მწირი სათამაშო დრო მიეცა.

ქართველებს აქვთ დიდი გული და შეუძლიათ დიდი მხარდაჭერა. დარბაზში ეს ემოცია, ხალხის გულშემატკივრობა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. მე საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში ამაყი და მებრძოლი ხალხია. თორნიკე შენგელიამ დაგვირიგა ყველას სამაჯური წარწერით: "ქართული სული", რამაც ერთ გუნდად შეგკვრა და მე ვგრძნობ ქართულ სულს.!

დიდი მადლობა ყველას, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! "

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო






altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ

altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა



მკითხველის კომენტარები / 18 /
რომ წერთ თაობათა ცვლა წარმატებით მიმდინარეობსო რას გულისხმობთ?ამ ეტაპზე ახალგაზრდებიდან ერთი გოგა ბითაძეა ნათელი წერტილი და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მეგა ბიმაქსში თამაშობს, რომელიც სრულიად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს!!!ბიჭი უკვე მაღალ დონეზე თამაშობს და ვერც შეატყობ საქციელში რომ მომავალი ვარსკვლავია! გადახედეთ სხვებს რა დგეში არიან, ანდრონიკაშვილი უკვე "მარიაჟობით' დაღლილი ბავშვია...ყველა ასაკობრივ ნაკრებში სრული ჩავარდნაა! ამ ორის გარდა გუსინ რომელი პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელი იყო პარკეტზე ან საერთოდ განაცხადში??? ისევ ფაცაცია, ლონდარიძე და რა ვიცი კიდე ვინ იყვნენ ზოგიერთები. ჩვენს კალათბურთს მართლა ექნება კარგი მომავალი და ნაკრებიც სერიოზული ძალის გუნდად ჩამოყალიბდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კალათბურთის ფედერაციაში იქნებიან ძლიერი სპეციალისტები!!! გურასპაული კარგი კალათბურთელი იყო და მშვენიერი კომენტატორი, მაგრამ ფედერაციას გაცილებით ფართო დიაპაზონის აზროვნების მქონე პიროვნება ჭირდება, რომელსაც დაგეგმვის და მართვის თანამედროვე უნარები გააჩნია! ხალხო ბავშთა და ასაკობრივების კალათბურთია საფუძველი, იქ უნდა აღმოაჩინონ ტალანტები...ჩვენთან კი რაც ხდება ყველაფერზე ნათელი პასუხი გასცა ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლებმა... როგორ შეიძლება ეროვნულ გუნდს გამთამაშებლის პოზიციაზე სულ პრობლემა გქონდეს??? როგორ დავიჯერო ამდენი წლის მანძილზე ამ პოზიციაზე ერთი ნიჭიერი ქართველი ვერ გამოიზარდა?! ნებისმიერი დონის გუნდთან პრესინგის დროს ბურთის გადმოტანაც კი გვიჭირს...იმედი მაქვს უახლოეს მომავალში თუ არა, როდესმე მაინც კალათბურთის ფედერაციის სათავეში მცოდნე ხალხი მოვა, რომ თაობები არ დაგვეკარგოს და ჩვენში კალათბურთი მართლა განვითარდეს!
პაატა
04 დეკემბერი 2018 15:25
1
რა შუაშია ეროვნება ამ თემასთან .ქართველებშიც ბევრია მინახია ახვარი მაგრამ ჩემ ერს რო ვინმე აუგათ შეეხოს გავხსნი შუაში.ისე დავით სოსლანიც ოსი იყო საქართველოს რო იცავდა და შადიმან ბარათაშვილი კიდე ქართველი ამ ქვეყანას რო დედის ანდერძს უგებდა.
zaza
04 დეკემბერი 2018 13:36
1
დავით სოსლანი ოსი არ ყოფილა, ბაგრატიონი იყო, უბრალოდ იზრდებოდა ალანიაში.
ირაკლი
05 დეკემბერი 2018 02:52
0
დიდი მადლობა ბიჭებს და ილიას ზუროსს! მართლაც ბრმა და დაუნახავი უნდა იყო რომ თაობათა ცვლის პროცესში მყოფ გუნდს თავდადება დაუკარგო, ან კიდევ ზუროსის მიერ გაწეული შრომა უგულებელყო. თანაც, ეს გამარჯვება მოპოვებულია იმ ფონზე, როცა ისრაელის ნაკრებს უფრო მეტად სჭირდებოდა მოგება და უფრო მოტივირებულიც იყო, შემადგენლობაც ჩვენზე ძლიერი ჰყავდა შეკრებილი. თუმცა, ბიჭებმა თავი დადეს ღირსებისთვის და მხარდამჭერი მაყურებლის სასარგებლოდ.
მე პირადად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი საკალათბურთო ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და წარმატებულია და რომ ქართულ კალათბურთს მომავალი ნამდვილად აქვს!
Fani
04 დეკემბერი 2018 11:38
1
როგორ შეიძლება ეს კაცი არ გიყვარდეს, გაგვიმართლა მწვრთვნელებში; ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი. მაგრამ ისევ ბერძნებთან ვერ მოგების გამო ვერ გავდივართ ჯგუფიდან))
ჩანერგილი
04 დეკემბერი 2018 11:28
1
ეს ქართულ სულს გრძნობს, ის ბრძოლაში ბედნიერია,. მგონი გაგვშიფრეს უცხოელმა ტრენერებმა, ქართველებს ერთი ორი შესაქები სიტყვა უთხარი და მერე რაც გინდა ის ქენი, ყველაფერზე დაგიწვებიან. (სამწუხაროდ არასრულფასოვნების კომპლექსითაა დაავადებული ქართველი და სულ თავზე ხელის გადასმა სჭირდება.)
ავლიპი
04 დეკემბერი 2018 11:08
6
შენ ავლიპი კი არა საავლიპე ჩანხარ, რამ დაგბოღმა?
tali
04 დეკემბერი 2018 12:27
3
თუ ესე გაგრძელდა როგორც დღეს ხდება ძალიან გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა ძალიან უჭირს გუნდს უკანა ხაზში ბულაშვილის ნაკრებს მიღმა დატოვება არ შეიძლება ჩემი აზრით ანდრონიკაშვილი ნაკრებში სათამაშოდ დღეს მზად არარის ხოლო ბოქოლიშვილი ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებს. და თუ ევროპაზე ვერ გავიდა ეს გუნდი ამას დღევანდელი ფედერაციაც შეეწირება და ობსტრუქციაც არ დააყოვნებს გულშემატკივრის მხრიდან..მაგარი კაცია ცინცაძე მაგრამ მისი საუკეთესო პერიოდი ჩავლილია გუშინ ეტყობოდა რო თავის თავს გადაახტა და ისე ითამაშა.ბითაძე კიდე რა უნდა ვთქვა ამ ბიჭზე კარგია რო მშრომელია და გაუმართლა სერბების ხელში რო იზრდება როგორც პროფესიონალი.
zaza
04 დეკემბერი 2018 10:45
0
თუ ოდნავ კალათბურთში ჩახედული ხარ და მართლა დაბოღმილი სომეხი ან ოსი არ ხარ ზუროსზე ან ამ ბიჭებზე აუგი მრატომ უნდა თქვა, ჩვენ ფუფუნება გვაქ ვეომოთ მოწინავე ევროპულ ქვეყნებს და ახლე ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ამას სომხები რომ აკეთებდნენ რა ამბავში იქნებოდნენ.
ზვიადი
04 დეკემბერი 2018 10:03
4
ზუროს შენი მოხერხება საბერძნეთში გამოჩნდება
ბაზი
04 დეკემბერი 2018 09:38
2
ჭააგეს ბერძნებმა ოცი ქულის სხვაობით ეგეც თქვენი ბერძნების თანადგომა ზუროსიანად .მარტო ლაყაFი ქართულ სულზე და ფულის კეთება უთავო ქართულ ფედერაციის მესვეურEბთAN KONთღAQტისას.ეხ სერბი კოკშკოვი არ უნდა გაეVათ.....
Shterebs....
04 დეკემბერი 2018 01:07
29
ერთი - რატომ ხარ ასე ზიზღით და სიძულვილით ?! - რა დაგიშავა ან ზუროსმა , ან ბიჭებმა?!
თუ შურით სავსე ოსი, ან სომეხი ხარ ?! და ...ანთხევ და ანთხევ ?! - ან რა გასაკვირია რომ ვერ გავედით ?! - არც ვფიქრობდი. თაობათა ცვლა არის დაწყებული და ფაქტიურად ახალი თაობა მოვიდა და ახალი ნაკრები დადგა და საკმაოდ პერსპექტიული- ც ,რაც ზუროსის დამსახურებაა. რაც შეეხება საბერძნეთთან წაგებას, ეს გამოუცდელობის, ან ქართული ზედმეტი ემოციურობის ბრალია და მეტი არაფერი და მაგრადაც დავისაჯეთ , რასაც მომავალში გაითვალისწინებენ. ბერძნების - სერბებთან მოგებას ა რ ც ველოდით, არ ჭირდებოდათ და არც მოიკლავდნენ თავს.
ამ დროს ზუროსმა მართლა კარგი პერსპექტიული ნაკრები შექმნა, 2-3 კიდევ ბითაძე, შენგელია და კარგი გამთამაშებელი და თავისუფლად გავალთ მსოფლიოზეც და თქვენ რ ა ს ან რ ა ტ ო მ იღრინები, მით უმეტეს ევროპაში საკმაო ძლიერი ძალა უკვე ვართ ?!
ამას ვერ იტან თუ ... რომ ვერ გავედით მიტომ გვეჩხუბები ?!
წამყვანი ნაკრებები თაობათა ცვლის პროცესში ვერ გადის მსოფლიოზე და რამ გაგაბრაზა ?!
გლახუნა
04 დეკემბერი 2018 03:00
3
სამარცხვინოდ მარცხდება საბერძნეთი :(
რუსთავი
04 დეკემბერი 2018 00:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული