ებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დამარცხების (71:69)  შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა დავიდ-ოდენ კატაჩმა წაგება მსაჯობას დააბრალა.

" მეორედ ვიწვნიეთ დასანანი მარცხი. ძალიან რთული თამაში იყო, საქართველოს ნაკრებთან ორივეჯერ დავმარცხდით. შეხვედრებს ვაგებთ ბოლო წამებზე და ვიტყვი, რომ არასწორი მსაჯობა იყო, არამარტო ამ შეხვედრაში, არამედ სხვა დაპირისპირებებშიც.  ფიბას უფრო კვალიფიციური მსაჯების დანიშვნა მართებს.

თუმცა, ეს არ არის მხოლოდ მარცხის მიზეზი, ჩვენ წავაგეთ პირველი ნახევარი, როდესაც დაცვაში კარგად ვითამაშეთ, შეტევაში კი ვერ ვიყენებით შანსებს. აგრეთვე გადამწყვეტ მომენტებში ბევრი
შეცდომა დავუშვით.

რომც დავკარგოთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი, ჩვენთვის საამაყოა ისრაელის ნაკრების სახელის დაცვა და დარჩენილ მატჩებში ჩვენი გუნდი თავს არ დაზოგავს. "


altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ






მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენი კომენტარი მიღებულია და მალე გამოქვეყნდება. - ეს ხომ საერთოდ სასაცილოა. თუ არ გინდათ აქ რომ შემოვიდეთ, კი ბატონო.
alexandre
12:43 04-12-2018
0
ზაალ, მე იმ გრძელ კომენტარში ისა წავიკითხე, რომ მოდერატორები არიან თუ ვინ, არ ბეჭდავენ ყველა კომენტარს. და ამაზეა გაღიზიანებული. ამასაც არ დაბეჭდავენ და ისე, გულს ვიფხან. აბა მაგრებო, დადეთ გუშინდელი ჩემი კომენტი ებრაელთა მწვრთნელზე, რა ვთქვი ისეთი, უკრაინას დაუწვენ თქო, მეტი არაფერი. რატომ დაბლოკეთ?
alexandre
12:41 04-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული