საბერძნეთის ნაკრებმა სერბეთს საქმე გაუკეთა, საქართველოს კი - გაუფუჭა

AutoSharing Option
3 დეკემბერს, სერბეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში საკუთარ მოედანზე საბერძნეთი 84:61  დაამარცხა.

მასპინძლები თავიდანვე წინ გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი 15 ქულით მოიგეს, შემდეგ სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის 3 ქულამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ სლავებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ასე და ამგვარად, სერბეთი ჩვენს ეროვნულ გუნდს ისევ 1 მოგებით უსწრებს და ჩვენი შანსი პრაქტიკულიდან კვლავ თეორიულამდე დაეცა: ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებმა ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს, სერბეთმა კი ორივე უნდა წააგოს.

ფაქტიურად, ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა თბილისში ელადელებთან დრამატულად წაგებულ მატჩში დაიკარგა.

დასანანია,
ძალიან დასანანია, მითუმეტეს ილიას ზუროსის გუნდის კარგი და თავდადებული თამაშის გათვალისწინებით.

დღესვე ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა - გერმანიამ სახლში ესტონეთს 87:70 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დაიღალა ხალხი უკვე 31 წელი გავიძახით შედეგი გვექნება, ყველგან ყველაფერში სპორტში ეკონომიკაში საქართველო გამთლიანდება დ. ა. შ ერთი რამ ვაღიაროთ ქართველები მხოლოდ ინდივინდიალურ სახეობებში ვაღწევთ წარმატებებეს ( ძალოსნობა, თავისუფალი და კლასიკური ჭიდაობა, ძიუდო, ჩოგბურთი თუნდაც სუმო.....ერთი ასე თუ ისე მსოფლიო რაგბში გვიცნობს....არც ახალი ზელანდიაა დიდი ქვეყანა....ხორვატიასი არ იყოს ფეხბურთში... ასე რომ სანამ რაიმეში წინ არ გადავხტებით ჰოპას ნუ ვამბობთ...................არ დაბლოკოთ..
სიმართლე, სიმართლე და სხვა არაფერი სიმართლის გარდაRala
11:40 04-12-2018
7
ვის ვინ რა საქმე გაუკეთა, თემის ავტორო რეებს ბოდიალობთ?

უსუსტესი ნაკრები გვყავს, კიდევ როგორ მოახერხეს ისრაელის დამარცხება მიკვირს, შენგელიას გარეშე ფარის ქვეშ შემსვლელი სხვა არავინ გვყავს.
ჯგუფში მე-4 ადგილი სამართლიანი იქნება.

თან ნუ გავიწყდებათ, რომ ეს უძლიერესი ჯგუფია!!
tinto bras
10:16 04-12-2018
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული