"დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს" - ქართველი კალათბურთელების კომენტარები ისრაელთან მოგების შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ისრაელთან (71:69) მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დრამატული მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

გოგა ბითაძე: "დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. როგორც ესტონეთში, ისე დღეს, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი მცირეა, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ბოლომდე ვიხარჯებით. თუ ამ გამარჯვებით ჩვენი შანსები გაიზრდება, შესანიშნავი იქნება".

დუდა სანაძე: "ველოდით ასეთ მძიმე ბრძოლას. ძალიან მაგარი თამაში იყო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც
ყველაფერი დადეს მოედანზე".

თად მაკფადენი: "ეს იყო ძალიან მაგარი თამაში, რომელშიც საბედნიეროდ, გამარჯვება მოვიპოვეთ. ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა და ამიტომ გამოვიდა ასეთი დაძაბული მატჩი. ეს იყო დიდი მატჩი და საბედნიეროდ, გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები".

altსასწაულის იმედად - რა შანსები დარჩა საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად

altსაქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]

alt გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო [VIDEO]

altილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული