ილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ისრაელის დამარცხების შემდეგ (71:69) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან რთული თამაში იყო, ჩვენ ორ დღეში მოვახერხეთ მომზადება და მივაღწიეთ გამარჯვებას. ასეთ მცირე პერიოდში იდეალურია ითამაშო კარგი დაცვა და გადაფარო ის ხარვეზები რაც სხვა კომპონენტებში გვქონდა.

ჩვენმა გუნდმა 200% დადო თავისი შესაძლებლობებისა და დაამარცხა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჩვენი ნაკრების რამდენიმე კალათბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ამის გამო გაგვიჭირდა ამ შეხვედრაში რიტმში ჩაჯდომა.

რა თქმა უნდა, გვყავს სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც
რომელთაც ვაკვირდებით და მთ აუცილებლად მიეცემათ შანსი. რატი ანდრონიკაშვილს ბოლომდე ვერ დავეყრდენით, რადგან გამოცდილება აკლია.

მოთამაშეებს არ გამოვარჩევ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის ერთად თამაში. სასიხარულოა, რომ ბექა ბურჯანაძე დაბრუნდა ნაკრებში და ჩაჯდა სისტემაში. მინდა გამოვყო ახალგაზრდა ანდრონიკაშვილიც, რომელიც გამოვიდა მოედანზე და  მშვენივრად ითამაშა. ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ახალგაზრდებით თამაში და შევაჩვიოთ ნაკრებს.

კარგად ითამაშა ბურჯანაძემ, თუმცა არჩეული ტაქტიკის გამო მწირი სათამაშო დრო მიეცა.

ქართველებს აქვთ დიდი გული და შეუძლიათ დიდი მხარდაჭერა. დარბაზში ეს ემოცია, ხალხის გულშემატკივრობა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. მე საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში ამაყი და მებრძოლი ხალხია. თორნიკე შენგელიამ დაგვირიგა ყველას სამაჯური წარწერით: "ქართული სული", რამაც ერთ გუნდად შეგკვრა და მე ვგრძნობ ქართულ სულს.!

დიდი მადლობა ყველას, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! "

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო






altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ

altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა



მკითხველის კომენტარები / 18 /
რომ წერთ თაობათა ცვლა წარმატებით მიმდინარეობსო რას გულისხმობთ?ამ ეტაპზე ახალგაზრდებიდან ერთი გოგა ბითაძეა ნათელი წერტილი და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მეგა ბიმაქსში თამაშობს, რომელიც სრულიად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს!!!ბიჭი უკვე მაღალ დონეზე თამაშობს და ვერც შეატყობ საქციელში რომ მომავალი ვარსკვლავია! გადახედეთ სხვებს რა დგეში არიან, ანდრონიკაშვილი უკვე "მარიაჟობით' დაღლილი ბავშვია...ყველა ასაკობრივ ნაკრებში სრული ჩავარდნაა! ამ ორის გარდა გუსინ რომელი პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელი იყო პარკეტზე ან საერთოდ განაცხადში??? ისევ ფაცაცია, ლონდარიძე და რა ვიცი კიდე ვინ იყვნენ ზოგიერთები. ჩვენს კალათბურთს მართლა ექნება კარგი მომავალი და ნაკრებიც სერიოზული ძალის გუნდად ჩამოყალიბდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კალათბურთის ფედერაციაში იქნებიან ძლიერი სპეციალისტები!!! გურასპაული კარგი კალათბურთელი იყო და მშვენიერი კომენტატორი, მაგრამ ფედერაციას გაცილებით ფართო დიაპაზონის აზროვნების მქონე პიროვნება ჭირდება, რომელსაც დაგეგმვის და მართვის თანამედროვე უნარები გააჩნია! ხალხო ბავშთა და ასაკობრივების კალათბურთია საფუძველი, იქ უნდა აღმოაჩინონ ტალანტები...ჩვენთან კი რაც ხდება ყველაფერზე ნათელი პასუხი გასცა ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლებმა... როგორ შეიძლება ეროვნულ გუნდს გამთამაშებლის პოზიციაზე სულ პრობლემა გქონდეს??? როგორ დავიჯერო ამდენი წლის მანძილზე ამ პოზიციაზე ერთი ნიჭიერი ქართველი ვერ გამოიზარდა?! ნებისმიერი დონის გუნდთან პრესინგის დროს ბურთის გადმოტანაც კი გვიჭირს...იმედი მაქვს უახლოეს მომავალში თუ არა, როდესმე მაინც კალათბურთის ფედერაციის სათავეში მცოდნე ხალხი მოვა, რომ თაობები არ დაგვეკარგოს და ჩვენში კალათბურთი მართლა განვითარდეს!
პაატა
15:25 04-12-2018
1
რა შუაშია ეროვნება ამ თემასთან .ქართველებშიც ბევრია მინახია ახვარი მაგრამ ჩემ ერს რო ვინმე აუგათ შეეხოს გავხსნი შუაში.ისე დავით სოსლანიც ოსი იყო საქართველოს რო იცავდა და შადიმან ბარათაშვილი კიდე ქართველი ამ ქვეყანას რო დედის ანდერძს უგებდა.
zaza
13:36 04-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული