ილიას ზუროსი: ტრადიციულად გვაქვს დიდი დანაკლისი და მცირე დრო

AutoSharing Option
დღეს, 18 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კი მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

- ტრადიციულად გვაქვს დიდი დანაკლისი და მცირე დრო. ჩვენ გვექნებოდა გაცილებით სხვა მიზნები, რომ სრული შემადგენლობა გვყავდეს. გვიწევს ვითამაშოთ გადახალისებული შემადგენლობით, რაც შანსს აძლევს სხვა კალათბურთელებს. ეს სათამაშო ფანჯარა უნდა დავასრულოთ შედეგიანად და შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ.

ჯგუფიდან გასვლის შანსებზე საუბარი ზედმეტია, თუ დავაკვირდებით, უშანსოდ ვართ. სამწუხაროდ, ამ შესარჩევში ვერ მოვახერხეთ საგზურის მოპოვება, თუმცა ჩვენმა გუნდმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. მე
ვამაყობ ჩვენი კალათბურთელებით, რომლებიც ყველა შეხვედრაში საუკეთესოდ ირჯებოდნენ.

მოდის ახალი თაობა, რაც მაიმედებს: სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც "სეტონ ჰოლში" კარგად ირჯება, რატი ანდრონიკაშვილი პროგრესირებს, გოგა ბითაძემ უკვე დიდი საქმე გასწია და ძალიან გაიზარდა.

ბექა ბურჯანაძეს გავუგზავნეთ მოწვევა, ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

საბერძნეთთან თამაში ძალიან კარგი იქნება გამოცდილების მისაღებად და ეს იმის მიუხედავად, რომ გადახალისებული შემადგენლობით გვეთმაშებიან. მათი კალათბურთელები საბერძნეთის საუკეთესო გუნდებში ასპარეზობენ და საერთაშორისო გამოცდილება აქვთ.

altგოგა ბითაძემ შეიძლება ესტონეთთან ითამაშოს

altგიორგი შერმადინი: მიზერული, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს

altმიიღე მონაწილეობა Sportall.ge-ს გათამაშებაში და მოიგე ბურთი ნაკრების წევრების ხელმოწერებით

altილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული