შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 ტურია დარჩენილი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ნაკრები 21 თებერვალს საბერძნეთში, ხოლო 24 თებერვალს თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან ითამაშებს.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველი და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს,
საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 11 კალათბურთელით გაემგზავრა, სადაც გუნდს თედ მაკფადენი შეუერთდება. 19 და 20 თებერვალს ილიას ზუროსი გუნდს “Dyo Aorakia” არენაზე ავარჯიშებს, სადაც 21-ში, თბილისის დროით 22:30 საათზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან და გერმანიასთან მატჩებისთვის 14 კალათბურთელს უხმო: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი და დიმიტრიოს მავროეიდისი.
ილიას ზუროსის გუნდი ჰერაკლიონში 19 თებერვალს, დილის 10 საათისთვის იქნება, ხოლო საღამოს პირველ ვარჯიშს “Dyo Aorakia” არენაზე გამართავს.
ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით