გიორგი შერმადინი: ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და ჩვენთვის მთავარი მომავალია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, სტუმრად საბერძნეთთან დამარცხების (68:81) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი შერმადინმა გააკეთა.

"მოწინააღმდეგეს მოგებას ვულოცავ, დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ძალიან მოვინდომეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. საბერძნეთმა უკეთ იასპარეზა.

ბოლო შეხვედრა დაგვრჩა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მომავალია. ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის მოვემზდებით".


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო, აბა რა, თავი თუ არ დავიმშვიდეთ, ისე როგორ? ეგ კარგი, მაგრამ, აი ის ახალგაზრდები, რომ დაიზრდებიან და ისინიც ქვეყნიდან გაიკრიფებიან ისევ ვიძახოთ -ჩვენ ჯერ ახალგაზრდები გვყავს და შემდეგი ციკლისთვის ვემზადებითო..

ნეტავ ვცდებოდე...
ლაშა
11:01 23-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული