ილიას ზუროსი: მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ რთული მატჩები ჰქონდათ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთიდან დაბრუნდა და ესტონეთთან მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდმა საბერძნეთში მარცხით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა, თუმცა საერთაშორისო რეიტინგისთვის და ზოგადად, პრესტიჟისთვის ესტონეთთან მხოლოდ გამარჯვებას ეცდება.

ბალტიისპირელებმა წინა ტურში სერბეთის დამარცხებით სენსაცია მოახდინეს, რის შემდეგაც იმის ამბიციაც გაუჩნდათ, რომ საქართველოშიც იმარჯვონ. ესტონელები თბილისში არიან და მატჩის წინა დღეს სპორტის სასახლეში ივარჯიშეს, რის შემდეგაც მოედანი ქართველებმა დაიკავეს.

ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების წევრები კომბინაციებში ავარჯიშა. ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთელებს ის სათამაშო სქემები შეასრულებინა, რაზეც ბოლო დღეებში ავარჯიშებდა. ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი
ჟურნალისტებისთვის ღია იყო.

ილიას ზუროსი: "ხვალ ამ 2-წლიანი ციკლის ბოლო მატჩი გველის. ამ თამაშზე ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ. მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ რთული მატჩები ჰქონდათ, მაგრამ კარგად ითამაშეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ, მაგალითად, საბერძნეთთან ბოლო წამებზე. ხვალ დარბაზში ბევრ გულშემატკივარს ველი, რადგან მომდევნო ციკლამდე ეს ჩვენი ბოლო მატჩია.

ყველა თამაში განსხვავდება. ესტონეთი რთული მეტოქეა, მათ ახალგაზრდა მოთამაშეები გამოიძახეს და ბევრისთვის მოულოდნელად სერბეთს მოუგეს. სამწუხაროდ, ხვალ ახალგაზრდა მოთამაშეები დაგვაკლდებიან [მათ შორის გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი არიან]. რატი ანდრონიკაშვილი კი ბოლო მატჩებში მეტს თამაშობს და გვეხმარება. იმედია, ხვალაც იგივეს გააკეთებს."

altგიორგი შერმადინი: ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და ჩვენთვის მთავარი მომავალია

altილიას ზუროსი: ბოლოს ანგარიში შევამცირეთ, მაგრამ 40 წუთის სათამაშოდ ძალა არ გვეყო


მომზადებულლია Gbf.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა და მისი გუნდი რაც შეიძლება მალე უნდა მივიდეს ფედერაციაში, თორემ ამ კომენტატორასა და ბოისების ხელში ასე იცოდვილებს ყოველთვის ჩვენი კალათბურთი, ხან ვითომ გაიბრწყინებს, მარა საბოლოოდ მანც პუსტა-პუსტა ვიქნებით.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
მ/ჩ. შესარჩევი
#
გუნდი
1
საბერძნეთი
11
10
1
86
21
5
ისრაელი
10
4
6
-32
14
6
ესტონეთი
11
3
8
-136
14