საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩი ესტონეთთან 77:84 წააგო.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა ილიას ზუროსის გუნდს მხარს.

შეგახსენებთ, წინა ტურში ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: შერმადინი, ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა შემდეგ მასპინძლები წინ 9 ქულით გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი კი 27:21 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ შეუჩერებელი იყო შერმადინი და წინა
მატჩისგან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ზედიზედ რამდენიმე დაკარგვის შემდეგ სტუმრები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ დ პირველი ტაიმი 48:42 მოიგეს.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, 25-ე წუთზე წინ გაიჭრა და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 62:60 იყო.

ბოლო პერიოდი ისევე როგორც მთელი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეცდომებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

შერმადინმა 22 ქულა ჩააგდო (15-ჯერ მოხსნა ბურთი), სანაძემ 21, მაკფადენმა 20, ცინცაძემ 8, ბერიშვილმა 4, ანდრონიკაშვილმა კი 2.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 12-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
კომენტარებში მუდმივად უკმაყოფილო და "ყოვლისმცოდნეთა" მოსაზღებები ყოველგვარ ზღვარს ცდება. უმეტესობა სპორტის სასახლეში ნამყოფიც არ არის. საქართველოს ნაკრებს არ ყავდა ძირითადი მოთამაშეები: ბითაძე, შენგელია, ჯენინგი, ბურჯანაძე, მამუკელაშვილი. სრულიად უმოტივაციო თამაში იყო. მით უმეტეს, რომ სერბეთი დიდი ანგარიშით ამარცხებდა ისრაელს და მე-4 ადგილი(უკეთესი კალათი) გარანტირებული გვქონდა. ესტონეთის ნაკრები მოტივირებული იყო: ჯერ ერთი, უნდა დაემტკიცებინა, რომ შესუსტებულ სერბეთს მხოლოდ იღბალიტ არ მოუგეს, მეორეც, საქართველოს ნაკრებთან სახლში დამარცხების შემდეგ ადამიანურად რევანში სურდა, თანაც ძირითადი ძალა თითქმის სრული შემადგენლობით ყავდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობითაც ალბათ 10-დან 10-ჯერ მოუგებს ესტონეთის ნაკრებს, ოდნავ მეტს თუ მოინდომებს. ამ გუნდს პერსპექტივა აქვს. ნაკრებს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ევროპაში. პრობლემა ზოგადად სპორტის სახეობების დაფინანსებაშია(ერთი-ორ გამონაკლისზე არ ვსაუბრობ). მთელი ქართული კალათბურთი კლუბებიანად, ყველა ნაკრებიანად, მწვრთნელებიან-მსაჯებიანად, დარბაზების, სასტუმროების და მგზავრობის ჩათვლით წლიურად იმაზე ნაკლები თანხით ფინანსდება, ვიდრე ზაზა ფაჩულიას ხელფასი აქვს. თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ კალათბურთის ფედერაციას საკუთრებაში არათუ დარბაზი, ერთი ოთახიც არ აქვს, ის შედეგები, რაც იდება, სუპერმიღწევად უნდა ჩაითვალოს. თანაც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჩემპიონატების მატჩები ცარიელ დარბაზებში ტარდება. ანუ, გულშემატკივრები ისიც ხანდახან, მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშებზე დადიან. გუშინაც, დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო და დამსწრეთაგან ნაწილი ბილეთების გარეშე, მოსაწვევებით ისხდა. ასე რომ, თუ შედეგი გსურთ, კი არ უნდა იბუზღუნოთ, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე იარეთ, გუნდები დაასპონსორეთ და წარმატებაც მოვა.
მამუკა
17:57 25-02-2019
5
იცით რა მაძლევს იმედს პირველი ეტაპიდან დაწყწბული ყველა თამაში სრული შემადგენლობით რო გვეთამაშა გავიდოდით მსოფლიოზე დარწმუნებული ვარ 100%
გოგა
16:29 25-02-2019
0

სიახლეები პოპულარული