საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩი ესტონეთთან 77:84 წააგო.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა ილიას ზუროსის გუნდს მხარს.

შეგახსენებთ, წინა ტურში ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: შერმადინი, ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა შემდეგ მასპინძლები წინ 9 ქულით გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი კი 27:21 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ შეუჩერებელი იყო შერმადინი და წინა
მატჩისგან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ზედიზედ რამდენიმე დაკარგვის შემდეგ სტუმრები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ დ პირველი ტაიმი 48:42 მოიგეს.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, 25-ე წუთზე წინ გაიჭრა და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 62:60 იყო.

ბოლო პერიოდი ისევე როგორც მთელი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეცდომებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

შერმადინმა 22 ქულა ჩააგდო (15-ჯერ მოხსნა ბურთი), სანაძემ 21, მაკფადენმა 20, ცინცაძემ 8, ბერიშვილმა 4, ანდრონიკაშვილმა კი 2.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 12-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ეს მარცხი მოსალოდნელიც იყო...მაგრამ მაინც ,,დამანგრია" შენგელია, ბითაძის, შერმადინის გარდა- სხვები საშუალო ევროპული დონის მოთამაშეებიც კი არ გვყავს, (არ ვაკნინებ ბიჭების მონდომებას მაგრამ...) ცინცაძის კარგი თამაშები მახსოვს, რისთვისაც დიდი მადლობა, მაგრამ აჩრდილი დარჩა, მაგას ჯობია ახალგაზრდები დატვირთვონ მეტად, მაინც ვაგებთ .., სამწუხაროა -ბითაძის , ანდრონიკაშვილის გარდა შევსება არ ჩანს, ახალგაზრდულ ნაკრებების თამაშებს თვალს ვადევნებ და უკეთესი მოლოდინის განცდა არ მაქვს. ვილი ისიანი, მამუკელაშვილი ?! სამწუხაროდ , არ ეტყობათ დიდი კალათბურთი ითამაშონ. რაგბის გარდა სხვა სახეობებში გვიჭირს, ფეხბურთში მარტო ჩაკვეტაძეა პერსპექტიული , ისიც თუ ზრდა განაგრძო. მგონია რომ ზუროსმა ამოწურა... აზროვნება არ ჩანს მოედანზე, კალათში რომ ვერ აგდებენ გასაგებია, მაგრამ ამდენი უაზრო დაკარგვები ? ტაქტიკურად ბერძნებთან წაგებაც ამოუხსნელია,როგორ გაიჩალიჩეს.... ზუროსის პასუხისმგებლობა აშკარად იკვეთება,
gusani
24 თებერვალი 2019 21:55
4
სამწუხაროდ არც ანდრონიკაშვილის მეიმედება, ვცდებოდე მაგას რა ჯობია, მაგ ასაკში ცინცაძეს და მარკოიშვილსაც უკვე ეტყობაოდათ რას ითამაშებდნენ, სტრიტბოლის მოთამაშეა ჯერ–ჯერობით.
გუგა
24 თებერვალი 2019 22:34
2
გეთქვათ ან მიგენიშნებინათ მაინც რომ ამ თამაშის გამაზვას აპირებდით ერთ ორ კაპიკს ჩვენც ვიშოვიდით და მადლობელიც დაგრჩებოდით
megre
24 თებერვალი 2019 21:51
5
კალათბურთელების შედეგი გასაკვირი არაა, ჩემპიონატს შემდეგ ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა,არ გვკვდა შენგელიაც და რატომ ელოდნენ სხვა შედეგს და საერთოდ გორგოძემც რაგბიში ადრე დაასრულა სანაკრებო კარიერა აქ ფაჩულიამ ნაკრებში თამაშზე თავი შეიკავა.ნაღდად წაადგებოდა ფაჩულია ნაკრებს,როგორც გორგოძე რაგბიში გამოადგება-სირცხვილია მიბაძეთ ხორვატებს.
daviti
24 თებერვალი 2019 21:45
3
მაგარ ნეხვშია კალათბურთი, ნუ მიწყენთ, მარა კიდე კაი, რომ წავაგეთ თორემ დავრჩებოდით ისევ ილუზიებში, რომ წინ მივდივართ, პერსპექტიულები არიან ესტონელები, ჩვენ ვის იმედზე უნდა ვიყოთ, ანდრონიკაშვილის? რომალმაც არა მგონია ცინცაძეზე მაღალი დონე დადოს, სხვა ვინ? ბულაშვილი ეტყობა უფრო დაბალი დონეა აბა ზუროსი მტერი ხომ არაა მისი შანსს, რომ არ აძლევს? მამუკელაშვილის, ბეჟანიშვილის და ისიანის იმედი ტყუილად გვაქ, ბეჟანიშვილის მოქალაქეობა სულაც გასარკვევია, დღევანდელი გუნდი კი ევროპის შესარჩევში ვერაფერ ხეირს ვერ იზამს
Kkk
24 თებერვალი 2019 21:32
3
აი ზოგი ანლაიქს წერს და რა არ მოგწონთ გამაგებინეთ??? მოგეწონათ თამაშI თუ რამე რაც დავწერეთ არასწორია??? ზუროსი ბალვანია აბა რა არის , ფაქტი მეტყველებს და არ გვინდა ახლა ბევრი დაცვა მისი. ესტონელებსაც არ ყავთ შემადგენლობა რომ გეკითხათ ,მაგრამ ბოლო წლები ნელ ნელა მივიდნენ აქამდე. რეგრესშIა კალათბურთი დიახაც და ეგეც დაიჯერეთ
bergo
24 თებერვალი 2019 22:30
11
ეს კატასტროფის დასაწყისია.ძველების ხარჯზე ჯერ კიდევ რაღაცას ვახერხებთ. ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე ბ დივიზიონის მე-20 ადგილის ქვემოთ გადიან.ა დივიზიონში კიდევ 16 გუნდია.ე.ი.36-ეს ქვემოთ ევროპაში. აი ესაა პერსპექტივა. მაგრამ მარტო ახალი ტაობის ბრალი არაა. მათთვის არავის არ უსწავლებია კალათბურთის თამაში, გუნდურობა. სირცხვილი ის კი არაა 2.20-ები რომ არ გვყავს, სირცხვილი ისაა, თამაშის უცოდინარი რომ ირბენს ეროვნულში და კიდევ საქართველოს ჩემპიონატში თითო გუნდში 4-4 უცხოელი რომ დგას პარკეტზე.


-
24 თებერვალი 2019 22:04
3
მალადეც ბიჭებო ამასა მოხერხება უნდა ბოლო თამაში სიმმბოლურად მაინც მოგეგოთ შემსრულებელი არ გვყავს შენგელიას გარეშე 0 გუნდი ვართ
huseina
24 თებერვალი 2019 21:24
1
შენგელია 2 კაცს უდრის. როცა შენგელია თამაშობს მაშინ 6 ვეთამაშებით 5-ს!
aburjga
24 თებერვალი 2019 21:42
2
movaxerxet :( zurosi balvania
borgati
24 თებერვალი 2019 21:14
12
არამარტო ზუროსაა ბალვანი არამედ ის გაურკვეველი ასისტენტები უცხოელები რომ უზის დიდის ამბით! მაგას ქართველები მოამზადონ მხოლოდ და ყავდეს და ასწავლოს სჯობს ვიდრე ამხელა სტაფი დდა ამდენი უცხოელი ასისტენტი რომელიც არაფერს აკეთებს
Rumba
24 თებერვალი 2019 22:32
4
ამასაც მოვესწარით!!! 3 მოთამაშე 66 ქულა, 9 მოთამაშე 12 ქულა!! ბრავოო
Six
24 თებერვალი 2019 21:11
0
ორივე ტაიმის ბოლო წუთები,უიმედოდ წავაგეთ,ორივეჯერ მთლიანად დაიშალა გუნდური თამაში.ძირითადი ხუთეული იღლება და მათ უკან უფსკრულია.
სოსო
24 თებერვალი 2019 21:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული