ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა ილიას ზუროსის გუნდს მხარს.
შეგახსენებთ, წინა ტურში ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: შერმადინი, ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.
დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა შემდეგ მასპინძლები წინ 9 ქულით გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი კი 27:21 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ კვლავ შეუჩერებელი იყო შერმადინი და წინა მატჩისგან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ.
მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ზედიზედ რამდენიმე დაკარგვის შემდეგ სტუმრები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ დ პირველი ტაიმი 48:42 მოიგეს.
მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, 25-ე წუთზე წინ გაიჭრა და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 62:60 იყო.
ბოლო პერიოდი ისევე როგორც მთელი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეცდომებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
შერმადინმა 22 ქულა ჩააგდო (15-ჯერ მოხსნა ბურთი), სანაძემ 21, მაკფადენმა 20, ცინცაძემ 8, ბერიშვილმა 4, ანდრონიკაშვილმა კი 2.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 12-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.