საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "დელტიკოს" კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ნაკრების მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის მატჩებზე ვერჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძე ნაკრებს საბერძნეთთან და ესტონეთთან მატჩში ვერ დაეხმარა.
- მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შენს ვერჩამოსვლაზე, ფაქტობრივად, არაფერი თქვა. რა იყო მიზეზი?
- სავიზო პრობლემები შემექმნა. კლუბს უნდა მოეწესრიგებინა საბუთები, რომლითაც ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მექნებოდა, მაგრამ "დელტიკომ" ძალიან დააგვიანა... ამასობაში ნაკრების თამაშების დროც მოვიდა. როგორც აღმოჩნდა, საბუთის მისაღებად თურქეთში უნდა ჩავფრენილიყავი. საბუთი პარასკევს, 22 თებერვალს სტამბოლში უნდა მიმეღო, ჩავედი