გოგა ბითაძემ ევროლიგის ლიდერს 11 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მარტს, ევროლიგის 27-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" სტამბულში 67:76 დამარცხდა გათამაშების ლიდერ "ფენერბახჩესთან".

აღსანიშნავია, რომ მეოთხე მეოთხედის შუაწელში გოგამ თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და გაიმარჯვეს.

ბითაძემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 17:42 წუთში 11 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.

ის ეარლ კლარკის შემდეგ (20) თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით მე-15 ადგილზეა და 21 მარტს "ანადოლუს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული