25 მარტს, ადრიატიკის ლიგის პირველ პირველ ნახევარფინალურ მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ზაგრებში "ცედევიტასთან" 83:90 დამარცხდა.
ბითაძეს თავისი საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია: 22:06 წუთში 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
მან უკვე მესამე მეოთხედის შუაში მეოთხე პერსონალური მიიღო, ამის გამო მწვრთნელი იძულებული გახდა დაახლოებით 10 წუთი დაესვენებინა, პარკეტზე დაბრუნების შემდეგ კი მუხეთე ფოლიც მიიღო და თავის გუნდს ბოლომდე ვერ დაეხმარა.
სერიის მეორე შეხვედრა 31 მარტს პოდგორიცაში ჩატარდება. სერიაში გამარჯვებისათვის ერთ-ერთმა გუნდმა ორჯერ
უნდა მოიგოს და თუ "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე იმარჯვა, მესამე და გადამწყვეტი მატჩი 7 აპრილს ზაგრებში გაიმართება.