დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წევრები მიუნხენიდან დაბრუნდნენ და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.
"ევრობასკეტის მასპინძლობა მთელი ქვეყნის წარმატებაა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დაარწმუნა იქ შეკრებილი საზოგადოება, რომ დარბაზი მართლაც აშენდება.
მე დარწმუნებული ვარ, 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით და ვუგულშემატკივრებთ იმ ნაკრებს, რომელიც იმ დროისთვის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
აღნიშნული შეჯიბრების მასპინძლობა საქართველოს მოუტანს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი განვითარდება. უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება ამ სპორტით. ასევე, ეს მოუტანს ქვეყანას აღიარებას, რომ ვართ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი
საკალათბურთო ქვეყანა", - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ 2021 წლისათვის ააშენებს ულტრათანამედროვე დარბაზს, რომელიც 15 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული დარბაზი დიღმის ჭალაში აშენდება, სადაც სხვა სპორტული კომპლექსების მშენებლობაც არის დაგეგმილი.
დარწმუნებული ვარ, 2021 წლის ევრობასკეტს ისევე მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ, როგორც სხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების შემთხვევაში იყო", - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.
საქართველო კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩვენს ქვეყანაში ჯგუფური ეტაპი გაიმართება და საქართველოში 5 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩამოვა.
ზაზა ფაჩულია: საქართველო და ქართველი ხალხი ამას იმსახურებდა
სალომე ზურაბიშვილი: ამ მიღწევით ჩვენ და ევროპა უფრო მეტად დავუახლოვდებით ერთმანეთს [VIDEO]
ევრობასკეტი 2021-სთვის თბილისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება [VIDEO]
გილოცავთ, საქართველო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს! [VIDEO]