გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2021-ის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა მიმდინარეობს.
კონტინენტის 32 ქვეყნის ნაკრებები 8 ჯგუფში გადანაწილდება და იბრძოლებს ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 24 ადგილისთვის.
საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი ქვეყნებიც - გერმანია, ჩეხეთი, საქართველო და იტალია, თუმცა ამ ოთხეულს საკონკურსო პირობები არ შეეხება და ევრობასკეტზე ჯგუფში ნებისმიერი ადგილის დაკავების შემთხვევაში გავლენ.