საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 22 ივლისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. მეოთხე გუნდი კი  შვეიცარია/ისლანდია/პორტუგალიას შორის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებული იქნება.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ იმ ჯგუფებიდან, სადაც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნები (საქართველო, გერმანია, იტალია, ჩეხეთი) იქნებიან, ევრობასკეტზე 2 საუკეთესო გავა, რომლებსაც, ცხადია (ნებისმიერ ადგილზე გასვლის შემთხვევაში), სწორედ მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

საკვალიფიკაციო მატჩები  ფიბა-ევროპის მიერ
დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში გაიმართება: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერ-1 დეკემბერს და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა-სახლის პრინციპით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული