"LadyGoga" - Hollywood-ის მსახიობმა გოგა ბითაძის სახელით Twitter-ზე გვერდი შექმნა [PHOTO]

AutoSharing Option
ჰოლივუდის მსახიობმა დევიდ ფათერნიკმა გოგა ბითაძის სახელით Twitter-ზე გვერდი შექმნა და უკვე 1600-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. გვერდზე სახუმარო შინაარსის ტექსტები იწერება.

ერთ-ერთი პოსტში ფათერნიქმა "ინდიანა პეისერსის" ახალგაზრდა ცენტრი პოპ-ვარსკვლავ ლედი გაგასაც შეადარა.

Sportall.Ge

თავად ბითაძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და არც ერთი პოსტის გამო არ გაბრაზებულა.

"მე თვითონ არ ვიყენებ "თვითერს", თუმცა აღნიშნული გვერდის რამდენიმე პოსტი მაჩვენეს და მინდა ვთქვა, რომ რაც ვნახე, მართლა სასაცილო იყო. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს მსგავსი შინაარსის გვერდთან, მთავარია, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ",
- აღნიშნა ქართველმა ცენტრმა.

სანამ მსახიობი ოხუნჯობით არის დაკავებული, გოგა "ინდიანასთან" ერთად NBA-ს ახალი სეზონისთვის ემზადება.


მომზადებულია usatoday-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული