ცნობილი გახდა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტის ვინაობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ნახევარფინაური მატჩი გაიმართა.

არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდა და იოლად 80:66 დაამარცხა.

არგენტინელებმა 4-ვე მეოთხედის მოგება შეძლეს და შეხვედრის უდიდესი დროის განმავლობაში იგებდნენ შეხვედრას.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ლუის სკოლა გახლდათ. 39 წლის კალათბურთელმა 28 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. გაბრიელ დეკს 13 ქულა ჰქონდა, ფაკუნდო კამპასოს - 12, ლუკა ვილდოსამ კი 10 ქულა შესძინა თავის ეროვნულ გუნდს.

წაგებულთა შორის 16-16 ქულა ივან ფურიემ და ფრანკ ნტილიკინამ მოაგროვეს. ნანდო დე კოლოს 11 ქულა ჰქონდა, ხოლო რუდი
გობერმა შეხვედრა 3 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

არგენტინის ნაკრები ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც საკუთარ შეხვედრაში ავსტრალიის დამარცხება შეძლო. ფინაური მატჩი 15 სექტემბერს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი, ნახევარფინალი
არგენტინა-საფრანგეთი 80:66
(21:18, 18:14, 21:16, 20:18)
მკითხველის კომენტარები / 1 /
სკოლა კლასია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული