საქართველოს ნაკრები ფიბას რეიტინგში 10 ადგილით დაქვეითდა

AutoSharing Option
ფიბამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დაქვეითდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია.

ჩვენს გუნდს 294 ქულა აქვს, ევროპაში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო მსოფლიოში 26-დან 36-ე ადგილამდე დაქვეითდა.

პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა. მეორეზე მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთია, ხოლო ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობით 8 ადგილით წინ წაიწია და რეიტინგში მესამეა. აღსანიშნავია ჩეხეთის 14-ადგილიანი წინსვლა და ათეულში დამკვიდრება.

მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1. აშშ
- 786.4
2. ესპანეთი - 731.5
3. ავსტრალია - 673.6
4. არგენტინა - 670.5
5. საფრანგეთი - 665.4
6. სერბეთი - 661.6
7. საბერძნეთი - 656.4
8. ლიეტუვა - 643.9
9. რუსეთი - 606.4
10. ჩეხეთი - 596.4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული