მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. ამის მიუხედავად, მუია ტაჩის გაწვრთნილი გუნდისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. მებრძოლმა და შეუპოვარმა ოლიმპელებმა რევაზ როგავას მექულეობით მე-4 პერიოდში მაქსიმალურად დაძაბეს ვითარება, როცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მეტოქეს ჩამორჩენა 2 ქულამდე შეუმცირეს. მცირე უყურადღებობაც კი დინამოელებს შეიძლებო
მეტოქის დაცვის გატეხვას ლოგიკურად ქულების მოპოვება მოჰყვა, ცაიტნოტში ჩავარდნილმა ოლიმპელებმა კი სასიცოცხლო მნიშვნელობის შეტევები გააფუჭეს და თამაშის ბედიც გაირკვა. “დინამომ” 10-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა, “ოლიმპს” კი წაგებიდან დასკვნების გამოტანა მოუწევს.
გამარჯვებულებს 25 ქულითა და 6 პასით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 21 ქულა და 11 მოხსნა სედრიკ ქაუნსილმა მიითვალა, ხოლო ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 19 ქულა და 5 პასი დაგროვდა. "ოლიმპში" 35 ქულით საუკეთესო იყო დავით როგავა. 17 ქულა - კორი ჰოლდებმა, ხოლო 16 აკიეან ფრედერიკმა დააგროვა.
პირველი ტურის მორიგი მატჩი 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თსუ-სა და “ბათუმს” შორის გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით