კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

მაიკლ დიქსონი შეიძლება დაბრუნდეს - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი ამას წინათ თბილისში იყო ჩამოსული, 2021 წლის ევრობასკეტზე ისაუბრა და თქვა, რომ ჯერ ნატურალიზებულ კალათბურთელებზე ლაპარაკი ნაადრევია და ეროვნულ გუნდს განსაკუთრებით დაცვაში უჭირს თამაში.

შეგახსენებთ, ევროპირველობა ოთხ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდება, რის გამოც ჩვენი გუნდი ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება, თუმცა შესარჩევ ტურნირზე მაინც მიიღებს მონაწილეობას.

მაინც ვინ იქნება ნაკრების ლეგიონერი? როგორც იცით, ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთ ნატურალიზებულ კალათბურთელს აქვს თამაშის უფლება. უკანასკნელ ხანს პრიორიტეტი მეტ ჯენინგს ენიჭებოდა, თუმცა ის, სამწუხაროდ, "ბასკონიაში" ვერ ბრწყინავს.

კარგ სეზონს
ატარებს ესპანეთში ტედ მაკფადენი - ლიგა ენდესას მე-14 ტურში "ბასკონიასთან" სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (82:74) მან 31:47 წუთში 19 ქულა ჩააგდო, 21-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა და საერთოდ, "ბურგოსის" წამყვანი მოთამაშეა.

და კიდევ: არაა გამორიცხული, ჩვენს გუნდში მაიკლ დიქსონი (იხ. ფოტო) დაბრუნდეს. ის ამჟამად ისრაელის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონია) "ბნეი ჰერცლიას" ღირსებას იცავს, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ელიტარულ ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის.