საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრებს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს კიდეც: 42:29.
შეხვედრა საკმაოდ არეულად დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა პირველივე წუთზე 3 პერსონალური ფოლი მიიღეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულის სხაობით მოიგო - 17:8.
მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დავიწყეთ და 21-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. თუმცა ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები ცოტა მოეშვნენ, ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეორე წუთისთვის სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:21 მოიგო.