ბექა ბურჯანაძე: დავლაგდით და ერთხელ მოგებული მატჩი მეორედ მოვიგეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიას ოვერტაიმში 96:88 სძლია, შეხვედრის შემდეგ კი კომენტარი ჩვენი გუნდის კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ გააკეთა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

"ჩემთვის გულშემატკივარი უდიდესი მოტივაციაა. არამხოლოდ ის, ვინც სპორტის სასახლეში მოვიდა და ბოლომდე გვიქომაგა, უამრავმა ადამიანმა მატჩი ტელევიზიით იხილა და ბედნიერი ვარ, რომ მათ სიხარული მივანიჭეთ. როგორც ველოდით, შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა.

პირველ ტაიმში დიდი სხვაობით დაწინაურების შემდეგ მეტოქემ თამაშის შემოტრიალება შეძლო. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, თუმცა ჩვენც მივეცით თამაშის გრძნობისა და მასში
დაბრუნების საშუალება. საბედნიეროდ, გარკვეული დაღმავლობის შემდეგ გამოვნახეთ ძალები, დავლაგდით და ერთხელ მოგებული მატჩი მეორედ მოვიგეთ. ეს გუნდის ბრძოლისუნარიანობას უსვამს ხაზს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა სიხარული მინიჭება, დააწყვიტეთ ხალხს ნერვები
ვაი შენს პატრონს
21 თებერვალი 2020 08:51
2
ადმინ,დღეს არ მუშაობთ?
სოსო
21 თებერვალი 2020 13:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული